Facebook Twitter Youtube Flikr
სიახლე
16/09/2011
პროგრამის ” ასწავლე და  ისწავლე საქართველოსთან ერთად” ფარგლებში საქართველოში უცხოელ პედაგოგთა ჩამოსვლა გრძელდება. დღეს, თბილისში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან უცხოელი პედაგოგების მორიგი ჯგუფი ჩამოვიდა.
15/09/2011
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პირველი ექსპერიმენტული სკოლის მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და  საქართველოში პირველი უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი კლასი დაათვალიერა. კლასი  მოსწავლეებისთვის კომპანია ჯეოსელის საჩუქარია.
15/09/2011
15 სექტემბერს საქართველოს საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ სასწავლო წლის დაწყება თბილისის კლასიკური გიმნაზიის მოსწავლეებს მიულოცა ხოლო, მინისტრის მოადგილე გიორგი ჩახნაშვილი თბილისის №117-ე საჯარო სკოლას ეწვია.
14/09/2011
მესტიაში ახალი ობიექტები გაიხსნა: იუსტიციის სახლი, პოლიციის ახალი თანამედროვე შენობა, ჰოსტელის ტიპის სასტუმრო, ახალი ხიდი და 136-კილომეტრიანი გზა საზეიმოდ გაიხსნა.
14/09/2011
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურისა   და კულტურულ-საგანმანათლებლო ფონდი “ჩემი საქართველოს“ წარმომადგენლები   ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრში მწერლის ხსოვნის საღამოს  დაესწრნენ და ბავშვებთან ერთად  სპექტაკლი –„მე, ბაბუა, ძაღლი და დიდრო“  ნახეს.
14/09/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი მანდატურებს შეხვდა და სკოლაში მათი მუშაობის განვლილი ერთი წელი შეაჯამა. ამ ხნის განმავლობაში სკოლებში დამკვიდრდა დისციპლინა, გაიზარდა მოსწავლეთა დასწრება, აღმოიფხვრა  დანაშაულის ფაქტები.
14/09/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ  ირინე ქურდაძემ და მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა ცეზარ ჩოჩელმა “განსაკუთრებით ნიჭიერი ბავშვებისა და ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში,  მცხეთა-მთიანეთის რეგიონის სკოლების წარჩინებულ კურსდამთავრებულებს ოქროსა და ვერცხლის მედლები გადასცეს.
14/09/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში დაწყებითი საფეხურის პირველი დონის ქართული ენის სახელმძღვანელო შეიქმნა, რომლითაც არაქართულენოვანი მოსწავლეები ქართულ ენას შეისწავლიან.
13/09/2011
ახალი სასწავლო წლისათვის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს  მთავარი პრიორიტეტები წარმოადგინა დღეს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის,  დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა.
13/09/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი იენის ფრიდრიხ შილერის უნივერსიტეტის რექტორს კლაუს დიკს და უნივერსიტეტის სხვა წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეებს
12/09/2011
საქართველოს პრეზიდენტმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრ დიმიტრი შაშკინთან ერთად, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე საუკეთესო მაჩვენებლის მქონე ათ სტუნდეტს საკუთარ ვენახში უმასპინძლა.
12/09/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი 2011-2012 სასწავლო  წლის სიახლეებთან დაკავშირებით გაზეთ ,,პრაიმ-ტაიმის’’ ოფისში მასმედიის წარმომადგენლებს შეხვდა და მათ კითხვებს უპასუხა.
11/09/2011
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრმა შაშკინმა და სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული გნვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გია მამულაშვილმა ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე საჯარო სკოლების დირექტორებთან შეხვედრა გამართეს.
10/09/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გია მამულაშვილი ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით საქართველოს ყველა რეგიონის  200-მდე პედაგოგს შეხვდნენ.
09/09/2011
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში დიდი ქართველი მეცნიერის ნიკო მუსხელიშვილის დაბადებიდან 120 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა.

<   1  2  3  4  5  6  7  8  9  10  11  12  13  14  15  16  17  18  19  20  21  22  23  24  25  26  27  28  29  30  31  32  33  34  35  36  37  38  39  40  41  42  43  44  45  46  47  48  49  50  51  52  53  54  55  56  57  58  59  60  61  62  63  64  65  66  67  68  69  70  71  72  73  74  75  76  77  78  79  80  81  82  83  84  85  86  87  88  89  90  91  92  93  94  95  96  97  98  99  100  101  102  103  104  105  106  107  108  109  110  111  112  113  114  115  116  117  118  119  120  121   >