განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა
რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში ახალი სამეთვალყურეო
საბჭო შეიქმნა. 17 ივლისს, 14:30 საათზე, მინისტრი თამარ სანიკიძე და
ფონდის გენერალური დირექტორი საბჭოს წევრებს შეხვდებიან. შეხვედრის
მთავარი თემებია: ფონდში განხორციელებული რეორგანიზაცია (საერთაშორისო
ექსპერტთა ქსელის გაფართოება; გრანტების მოცულობის გაზრდა; გრანტების მენეჯმენტის
ერთიანი ახლაი სისტემისა და ახალი ბაზის შექმნა; საქართველოს ერთიანი სამეცნიერო
პორტალის შექმნა; სამეცნიერო საინფორმაციო და ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის
ხელშეწყობა; საკონკურსო პროგრამების რეორგანიზაცია და ახლის შექმნა); ფონდის
მართვის მიზნით შექმნილი სამეთვალყურეო საბჭოს სამოქმედო სტრატეგია; სხვადასხვა
ქვეყნის გამოცდილების გაზიარება.
შეხვედრა გაიმართება ა.წ. 17 ივლისს,
14:30 საათზე
მისამართი: ქ. თბილისი , ალექსიძის 1, III სართული