საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით, ახალი სასწავლო წლიდან თანამედროვე სკოლის შენობაში განაახლებს სწავლას ახალქალაქის მესამე საჯარო სკოლის 130-მდე მოსწავლე. 11 იანვარს 11 საათზე, დიმიტრი შაშკინი და სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები ახალქალაქის №3 საჯარო სკოლაში მივლენ და ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ახალი სკოლის პროექტს განიხილავენ.
ადგილი:
ახალქალაქის №3 საჯარო სკოლა;
მისამართი: ქ. ახალქალაქი, თამარ მეფის გამზ. №33