მათემატიკის 53-ე საერთაშორისო ოლიმპიადა არგენტინაში, მარდელ-პლატაში, ხოლო ბიოლოგიის 23-ე ოლიმპიადა სინგაპურში გაიმართება. მონაწილე გუნდებს როგორც თეორიული, ასევე ექსპერიმენტული ამოცანების ამოხსნა მოუწევთ.
საქართველოს ნაკრებ გუნდებთან ერთად ოლიმპიადებზე
მწვრთნელებიც გაემგზავრნენ. ისინი მონაწილეობას მიიღებენ საორგანიზაციო
კომიტეტის მუშაობასა და ქართველი მოსწავლეებისთვის ამოცანების თარგმნაში.
2012 წლის ოლიმპიადებში საქართველოს სახელით 19 მოსწავლისგან
დაკომპლექტებული 4 გუნდი იასპარეზებს. ყველა მათგანმა უკვე გაიარა
საერთაშორისო კომიტეტების მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისი
ერთთვიანი სპეციალური მომზადება.
საერთაშორისო ოლიმპიადა 2012-სთვის საქართველოს ნაკრები გუნდების მომზადება
შოთა რუსთაველის ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა უზრუნველყო.
მათემატიკოსებისა და ბიოლოგების გარდა, საქართველოს სახელით საერთაშორისო
ოლიმპიადებში ფიზიკისა და ინფორმატიკის ნაკრები გუნდებიც იასპარეზებს.
ისინი ესტონეთსა და იტალიაში ივლისსა და სეტემბერში გაემგზავრებიან.