Facebook Twitter Youtube Flikr

poster
22.09.14
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება ემორის უნივერსიტეტის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების დირექტორი ჯესიკა რიჩმან დვორკინი, რომელთანაც დღეს სამუშაო შეხვედრა გამართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ გიორგი შარვაშიძემ.
22.09.14
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა და კონრად ადენაუერის ფონდის წარმომადგენლობის რეგიონალურმა დირექტორმა ჯანან ატილგანმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს სამოქალაქო განათლების სწავლების ხარისხის ამაღლებას საქართველოს საჯარო სკოლებში.
22.09.14
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ორგანიზებით, ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი განათლების ფორუმი გაიმართა სახელწოდებით  „განათლება ამერიკაში - ევროპის რეგიონალური ფორუმი“, სადაც ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებული წარმატებული უნივერსიტეტების წარმომადგენლები და სფეროს სხვა ექსპერტები ქართველ კოლეგებს შეხვდნენ და გამოცდილება გაუზიარეს.
20.09.14
თბილისში, საგამოფენო ცენტრ "ექსპო ჯორჯიაში" დასაქმების ფორუმი მიმდინარეობს. საგამოფენო ცენტრის მე-4, მე-5 და მე-6 პავილიონებში წინასწარ რეგისტრირებულ დასაქმების მსურველებს პოტენციურ დამსაქმებლებთან გასაუბრების შესაძლებლობა აქვთ. დასაქმების ფორუმი სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელმა გაიოზ თალაკვაძემ გახსნა
19.09.14
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო, განათლებისა და მეცნიერების სამინსიტროსთან პარტნიორობით, იწყებს პროექტს „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“.
19.09.14
თბილისში სამუშაო ვიზიტით ბირთვული კვლევების ევროპული ცენტრის (CERN) ოფიციალური დელეგაცია იმყოფებოდა. დელეგაციის წევრები განათლებისა  და მეცნიერების მინისტრ თამარ სანიკიძეს შეხვდნენ. შეხვედრაზე ბევრ მნიშვნერლოვან საკითხთან ერთად, აქტიურად განიხილებოდა ცერნში (CERN) საქართველოს ასოცირებული წევრობის საკითხი.
18.09.14
წარმოგიდგენთ დირექტორთა შესარჩევი კონკურსის მეორე ეტაპის (საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოსათვის დირექტორობის კანდიდატების ასარჩევად წარდგენა) გასაუბრების გრაფიკს, რომელიც გაიმართება  2014  წლის 23-26 სექტემბერს. გთხოვთ იხილოთ მიბმული ფაილი.
18.09.14
ყველა დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს სახელმწიფო დაფინანსებით დაეუფლოს მისთვის სასურველ პროფესიას  ტურიზმის, მშენებლობის, სოფლის მეურნეობის, ინფორმაციული ტექნოლოგიების, მომსახურებისა და სხვა მიმართულებით. დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე თბილისის საინფორმაციო ცენტრს ეწვია და რეგისტრაციის მიმდინარეობის პროცესს გაეცნო.
17.09.14
წარმოგიდგენთ დირექტორთა შესარჩევი კონკურსის მეორე ეტაპის (საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოსათვის დირექტორობის კანდიდატების ასარჩევად წარდგენა) გასაუბრების გრაფიკს, რომელიც გაიმართება 2014  წლის 22 სექტემბერს.
17.09.14
თანამედროვე ელექტრონული საშუალებების გამოყენება მნიშვნელოვნად ამარტივებს და ადვილად დაძლევადს  ხდის სწავლა-სწავლების პროცესს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია სკოლების კომპიუტერიზაცია და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვა. კომპანია იუ-ჯი-თის გადაწყვეტილებით, საქართველოს სამ საჯარო სკოლაში ტექნოლოგიური საკლასო ოთახი მოეწყობა.
16.09.14
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და კომპანია  იუ-ჯი-თის ერთობლივი პროექტი, რომელიც პირველკლასელთათვის პორტაბელური კომპიუტერებით უზრუნველყოფას ითვალისწინებდა, წარმატებით დასრულდა. 15 სექტემბერს 42 000 ათასამდე პირველკლასელმა ახალი მოდელის გაუმჯობესებული  პერსონალური კომპიუტერი საჩუქრად მიიღო.