"საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის” 35-ე მუხლის მოთხოვნებიდან გამომდინარე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადდა საბიუჯეტო განაცხადის ფორმები და მათი შევსების მეთოდური მითითებები, რომელთა გამოყენებითაც მხარჯავმა დაწესებულებებმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროში უნდა წარადგინონ ინფორმაცია მომავალი წლების ბიუჯეტების შესახებ. ამასთან, აღნიშნული ინფორმაცია უნდა შეესაბამებოდეს ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტით მხარჯავი დაწესებულებებისათვის განსაზღვრული კადრებისა და ასიგნებების ზღვრულ მოცულობებს.
2011-2014 წლების საბიუჯეტო განაცხადში, წინა წლებისგან განსხვავებით, ასახვა ჰპოვა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ შემუშავებულმა ახალმა საბიუჯეტო კლასიფიკაციამ, რომელშიც მოხდა გადასახდელების დეტალიზაცია აღრიცხვის გაუმჯობესების სრულყოფისა და გამჭირვალობის ზრდის მიზნით. გამომდინარე აქედან და საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 36-ე მუხლის მოთხოვნების გათვალისწინებით, ცვლილებები შევიდა შესაბამის დანართებში (დანართი №2 და №5). აგრეთვე, მიმდინარე წლის საბიუჯეტო განაცხადში შეიცვალა პროგრამული და კაპიტალური ბიუჯეტების ფორმები, რომელთა შევსებასაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, ვინაიდან საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის თანახმად 2012 წლიდან საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი უნდა მოიცავდეს პროგრამულ და კაპიტალურ ბიუჯეტებს. შესაბამისად საქართველოს მთავრობის 2010 წლის 10 მარტის №284 განკარგულებით დამტკიცდა პროგრამული ბიუჯეტის დანერგვის გეგმა, რომლის თანახმად საქართველოს შრომის, ჯამრთელობისა და სოციალური დაცვის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების, საქართველოს იუსტიციის, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა, საქართველოს სოფლის მეუნრეობის და საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროებმა 2011 წლისათვის უნდა მოამზადონ პროგრამული ბიუჯეტის პროექტები, ხოლო სხვა დანარჩენმა მხარჯავმა დაწესებულებებმა პროგრამული ბიუჯეტის პროექტი უნდა მოამზადონ არანაკლებ ერთი პრიორიტეტისათვის. ამასთან, შერჩეულ იქნა 5 პილოტი სამინისტრო (საქართველოს ფინანსთა, საქართველოს იუსტიციის, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროები), რომლებიც მოამზადებენ კაპიტალური ბიუჯეტების პროექტებს.
კადრებისა და ზღვრული მოცულობების განსაზღვრის საფუძვლები 2011-2014 წლებისათვის
საბიუჯეტო-ფისკალური სიტუაციისა და 2011-2014 წლების სამთავრობო პრიორიტეტების გათვალისწინებით, მიმდინარე წლის 9 ივლისს საქართველოს მთავრობის მიერ მოწონებული ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტით განისაზღვრა მხარჯავი დაწესებულებების დასაქმებულთა რიცხოვნობებისა და ასიგნებების ზღვრული საორიენტაციო მოცულობები 2011-2014 წლებისათვის. გამომდინარე აქედან და საბიუჯეტო კოდექსის 35-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებიდან გამომდინარე, მხარჯავმა დაწესებულებებმა უნდა მოამზადონ საბიუჯეტო განაცხადი 2011-2014 წლებისათვის განსაზღვრული ზღვრული მოცულობების ფარგლებში.
განაცხადის ფორმების სტრუქტურა
საბიუჯეტო განაცხადის სტრუქტურა ჩამოყალიბდა შემდეგნაირად:
დანართი №3 - ინფორმაცია მოსამსახურეთა რიცხოვნობისა და შრომის ანაზღაურების შესახებ;
დანართი №4 - მხარჯავი დაწესებულებების ხარჯების და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში;
დანართი №5 - დონორების დაფინანსებული პროექტები;
დანართი №6 - არაფინანსური აქტივების ზრდის მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებების ნუსხა;
დანართი №7 - ინფორმაცია საჯარო სამართლის იურიდიული პირის ბიუჯეტის შესახებ;
დანართი №7ა - ინფორმაცია საჯარო სამართლის იურიდიული პირის შემოსულობების, გადასახდელების და ნაშთის შესახებ;
დანართი №8 - ინფორმაცია მხარჯავი დაწესებულების პრიორიტეტების, პროგრამების და ღონისძიებების შესახებ;
დანართი №8ა - ინფორმაცია მხარჯავი დაწესებულების პრიორიტეტების, პროგრამების და ღონისძიებების შესახებ (ზღვრული მოცულობების ზემოთ მოთხოვნილი ასიგნებების გათვალისწინებით)
დანართი №9 - მხარჯავი დაწესებულების პროგრამული ბიუჯეტი;
დანართი №9ა - მხარჯავი დაწესებულების პროგრამული ბიუჯეტი (ზღვრული მოცულობების ზემოთ მოთხოვნილი ასიგნებების გათვალისწინებით);