( 7.05.2008 N 294)
მუხლი 1. პროგრამის მიზანი
პროექტი
მიზნად ისახავს პროფესიული განათლების სფეროში კერძო სექტორის როლის
გაზრდას, რაც ხელს შეუწყობს შრომის ბაზარზე არსებული მოთხოვნის
დაკმაყოფილებას ადეკვატურად მომზადებული კადრებით.
პროექტის
მიზნის მისაღწევად სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ქონება
(შესაძლებელია, როგორც უძრავი, ისე მოძრავი) პირობადებულ (პროფესიული
სასწავლებლის მოწყობა) საკუთრებაში გადაეცემა ფიზიკურ და კერძო სამართლის
იურიდიულ პირებს.
მუხლი 2. პროექტის ამოცანებია
- საქართველოს მასშტაბით მინიმუმ 50 პროფესიული მომზადება-გადამზადების ცენტრის შექმნა ინვესტიციების მოზიდვის გზით;
- საჯარო-კერძო პარტნიორობის ფარგლებში პროფესიული განათლების ინფრასტრუქტურის შექმნა და განვითარება;
- პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების შექმნა, რომელთა კურსდამთავრებულნიც კონკურენტუნარიანი იქნებიან შრომის ბაზარზე;
- თანამედროვე
სტანდარტებით კვალიფიციური კადრების მომზადება, როგორც გრძელვადიანი
პროგრამებით, ისე პროფესიული გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების
მოკლევადიანი კურსებით.
მუხლი 3. პროექტის არსი (3.03.2009 N 156)
ა)
"ინტერესთა გამოხატვის საფუძველზე საქართველოს ეკონომიკური განვითარების
სამინისტროსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს
ერთობლივი ბრძანებით შექმნილი კომისია განიხილავს და შეარჩევს წარმოდგენილ
წინადადებებს და რეკომენდაციით მიმართავს საქართველოს მთავრობას
წარმოდგენილ წინადადებათა მოწონების შესახებ;
ბ) საქართველოს
მთავრობის მიერ კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე შესაბამისი
სამართლებრივი აქტის გამოცემის შემთხვევაში საქართველოს ეკონომიკური
განვითარების სამინისტრო უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობის
გადაწყვეტილების შესრულებას კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 4. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების
გადაცემის სავალდებულო პირობები
- სწავლების პროცესის დაწყება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში.
- პროფესიული
განათლების ცენტრის ფუნქციონირება პროფილის მიხედვით სწავლების პროცესის
დაწყებიდან არა ნაკლებ 7 (შვიდი) წლის განმავლობაში.
- სწავლების პროცესის შეუფერხებელი და გამართული მიმდინარეობა.
- ხელშეკრულებით
ნაკისრი პირობების შესრულებისათვის შესაძლებელია მესაკუთრემ მიიღოს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხელშეწყობით შესაბამისი
პროფესიული საგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზია.
- ხელშეკრულებით
ნაკისრი პირობების შესრულებისათვის შესაძლებელია მესაკუთრემ მიზნობრივად
გადაცემული ქონების ფარგლებში განახორციელოს პროფესიული საგანმანათლებლო
პროგრამები, რომლებიც აღიარებულია სახელმწიფოს მიერ, და რომლის
განხორციელებაც დადასტურდება სახელმწიფო სერტიფიკატით.
- თუ ქონების
მიმღებზე ხდება ისეთი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების გადაცემა,
სადაც მიმდინარეობს საგანმანათლებლო პროცესი, მაშინ ქონების მიმღები
ვალდებულია საგანმანათლებლო ციკლის დასრულებამდე შეინარჩუნოს პროცესის
უწყვეტობა, ასევე, არ გააუარესოს დაწე-სებულებების სტუდენტებისა
(მოსწავლეების) და პედაგოგების (მომსახურე პერსონალის) პირობები.
- ქონების მიმღებმა ამ მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი ვალდებულებები უნდა განახორციელოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების გარეშე.
- «პროფესიული
განათლების შესახებ» საქართველოს კანონის ფარგლებში პროფესიული განათლების
ცენტრებს უფლება აქვთ განახორციელონ სამეწარმეო საქმიანობა იმ პირობით,
რომ ეს არ იქნება მათი ძირითადი საქმიანობა, ასევე, სწავლების პროცესში
მოსწავლეების შრომა იქნება ანაზღაურებული.
- გადასაცემი ქონების
სპეციფიკიდან გამომდინარე და წარმოდგენილი ბიზნესგეგმის მიხედვით
შესაძლებელია კომისიამ მიიღოს გადაწყვეტილება გადაცემული ქონების
მრავალფუნქციური გამოყენების შესახებ, და რომელიც პირდაპირ მოემსახურება
ამ პროგრამის მიზნებს.
- პროგრამით გათვალისწინებული მიზნების
შესაბამისად შესაძლებელია განხილულ იქნეს ქონების მიმღების მიერ
გადაცემული ქონების გამოყენება ზოგადსაგან-მანათლებლო ან უმაღლესი
საგანმანათლებლო საქმიანობისათვის, მაგრამ აუცილებელია აღნიშნული
საქმიანობა მოი-ცავდეს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს.
მუხლი 5. პროექტში მონაწილეობის კრიტერიუმები (31.03.2009 N 256)
პროექტში
მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ფიზიკურსა და კერძო სამართლის იურიდიულ
პირებს, ან პირთა გაერთიანებებს, რომელთა ბრუნვა 2008 წელს აღემატება 500
000 ლარს. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის ბრუნვა 2008 წელს არ აღემატება
500 000 ლარს, ხელშეკრულების გაფორმების მომენტისათვის აუ-ცილებელია
საბანკო გარანტიის წარდგენა 50 000 ლარის ოდენობით.
საქართველოს მთავრობის განკარგულება N 113, 2008 წლის 12 მარტი ქ. თბილისი