საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, პროგრამის „ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის“ ფარგლებში, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში (ქვემო ქართლი, სამცხე-ჯავახეთი, კახეთი) მოხალისე პედაგოგების გაგზავნის მიზნით, აცხადებს კონკურსს.
პროგრამის აღწერილობა:
პროგრამის მიზანია ეროვნული უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაციის სტრატეგიის ფარგლებში ხელი შეუწყოს ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და კახეთის რეგიონებში მცხოვრები ეროვნული უმცირესობებისათვის სახელმწიფო ენის შესწავლის პროცესს. პროგრამის მონაწილეები იცხოვრებენ ადგილობრივ ოჯახებში და მინიმუმ ორი სასწავლო სემესტრის მანძილზე იმუშავებენ არაქართულენოვან საჯარო სკოლებში.
აუცილებელი მოთხოვნები:
პროგრამის ხანგრძლივობა: ორი სასწავლო სემესტრი
განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადა: 2012 წლის 5 დეკემბერი
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქვემო ქართლის/სამცხე-ჯავახეთის/კახეთის რეგიონი
კონკურსის შედეგად შერჩეული კანდიდატების შრომის ანაზღაურება შეადგენს 625 (ექვსას ოცდახუთი) ლარს, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით.
პროგრამის იმ მონაწილისთვის, რომელიც არ ფლობს მაგისტრის აკადემიურ ხარისხს, პროგრამაში ,,ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის“ მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატის წარმოდგენის საფუძველზე სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი უზრუნველყოფს მაგისტრატურაში სწავლის ხარჯების დაფარვას სრული სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის ოდენობით.
კონკურსში მონაწილეობის მსურველები ელექტრონულად უნდა დარეგისტრირდნენ არაუგვიანეს 2012 წლის 5 დეკემბრისა ვებგვერდზე: www.mes.gov.ge ან www.tpdc.ge (გთხოვთ, რეგისტრაციის დროს თქვენი სახელი, გვარი და პირადი ნომერი მიუთითოთ ზუსტად, პირადობის მოწმობის შესაბამისად)
წარმოდგენილი აპლიკაციების განხილვის შემდეგ პროგრამის ადმინისტრაცია დაუკავშირდება მხოლოდ კონკურსის შემდგომ ეტაპზე გასულ კანდიდატებს, რომლებიც გაივლიან ტესტირებას ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ხოლო ის კანდიდატები, რომლებიც წარმატებით გადალახავენ კონკურსის მეორე ეტაპს, მოწვეულ იქნებიან გასაუბრებაზე.