სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით დაფინანსება სოციალური პროგრამის ფარგლებში 2011-2012 სასწავლო წლისთვის
2011-2012 სასწავლო წელს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მაგისტრატურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ სტუდენტთა სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით დაფინანსებისთვის გამოყოფილია 112 500 ლარი (საქართველოს მთავრობის 2011 წლის 12 ივლისის N274 დადგენილება).
სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება 50 სტუდენტი, რომელთაც მინიჭებული აქვთ იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის სტატუსი და რომლებიც საერთო სამაგისტრო გამოცდების ჩაბარების საფუძველზე ჩაირიცხნენ მაგისტრატურის შემდეგ აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე:
1. საერთაშორისო ურთიერთობები;
2.
საერთაშორისო სამართალი;
3. საერთაშორისო სისხლის სამართალი.
სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსების მოსაპოვებლად სტუდენტებმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში 2011 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით განცხადებასთან ერთად უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 ივლისის №507 ბრძანება