
გორის მე-4 საჯარო სკოლაში ინფრსტრუქტურული პროექტები განხორციელდა,
რომელიც აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ევროპული სარდლობის მიერ დაფინანსდა და აშშ-ის სალეჩოს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურის მიერ განხორციელდა. დღეს
პროექტის პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
თამარ სანიკიძე, თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძე, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ნიკოლას ბერლინერი და
სხვა საპატიო სტუმრები ესწრებოდნენ.
პროექტის ფარგლებში გორის მე-4 საჯარო სკოლაში რეაბილიტირდა სპორტული დარბაზი, შეიღება დერეფნები, გაკეთდა პანდუსი სპეციალური
საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებოსათვის, შემოიღობა სკოლის შიდა ეზო.
პროექტის ფარგლებში, საქართველოში ჩამოვიდნენ აშშ-ის საჰაერო ძალების 435-ე ქვედანაყოფის 7 ინჟინერი და 457-ე სამოქალაქო ურთიერთობების ბატალიონის სამი ოფიცერი, რომლებიც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საინჟინრო ბრიგადის 12 ინჟინერთან ერთად, უშუალოდ ასრულებდნენ სარემონტო სამუშაოებს.
გორის მე-4 საჯარო სკოლაში ინფრასტრუქტურული პროექტები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინიტრომაც
განახორციელა. კერძოდ:
მოხდა სახურავის დაზიანებული ნაწილის რეაბილიტაცია, გაკეთდა სარინელი, გარე კარები, სარდაფში ჩასასვლელი კიბის მოაჯირი, ასევე, დაგეგმილია ლიფტის მოწყობა და ამით დასრულდება სკოლის ადაპტირება.
აღსანიშნავია, რომ სკოლას 6 ეტლით
მოსარგებლე მოსწავლე ჰყავს, ჯამში კი, სკოლაში 28 სპეციალური საგანმანათელებლო
საჭიროების მქონე მოზარდი სწავლობს. შესაბამისად, გორის მე-4 საჯარო სკოლაში
ფუნქიონირებს რესურსოთახი და სკოლას ემსახურება ადაპტირებული ავტობუსი.