ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა VI საერთაშორისო კონფერენციას „გლობალიზაციის გამოწვევები ეკონომიკასა და ბიზნესში“ უმასპინძლა. კონფერენცია ონლაინ ფორმატში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა გახსნა, კონფერენციის მონაწილეებს საინტერესო და ნაყოფიერი მუშაობა უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ სამეცნიერო საზოგადოება ქვეყნისათვის საჭირო და გამოწვევების გადაჭრაზე ორიენტირებულ მოხსენებებს წარმოადგენს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრის ხელმძღვანელებთან შეხვედრა გამართა, სადაც მხარეებმა ახლად დაფუძნებული ქართველოლოგიის პროგრამის განხორციელების დეტალებზე ისაუბრეს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, ქალაქ ბოსტონში შეხვედრები გამართა მოლეკულური მედიცინის ინსტიტუტსა და ჯოსლინის ცენტრში, რომელიც ჰარვარდის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლასთან არის აფილირებული.
საქართველოს ოთხ წამყვან უნივერსიტეტსა და თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც წარმატებულ სტუდენტთა ხელშეწყობას და უმაღლესი განათლების მიმართულებით სხვადასხვა პროექტის განხორციელებას ითვალისწინებს.