ბრიტანეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, „კარგი მმართველობის ფონდი“ (GGF) განათლების სამინისტროსთან ერთად ახალ პროექტზე მუშაობს, რომელიც პროფესიულ განათლებაში კერძო სექტორის ჩართულობის ახალ მექანიზმებსა და კოლეჯების მართვის ახალ მოდელს ითვალისწინებს. ამ მიზნით, უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და საერთაშორის დონორი ორგანიზაციების მონაწილეობით მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო იწყებს განაცხადების მიღებას სამუშაოს მაძიებელთათვის მოკლევადიანი მომზადება-გადამზადების პროგრამების განსახორციელებლად.