დაფინანსების მიზნებისთვის, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში განაცხადების მიღება შესაძლებელია ყოველი თვის ბოლო კვირის სამუშაო დღეებში (იხ. განაცხადების მიღების კალენდარი).საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
აგრძელებს ზრდასრულთა განათლების სისტემის განვითარებას.აღნიშნული ინიციატივის მიზანია, ზრდასრული მოსახლეობის უნარების განახლება, კომპეტენციების განვითარება პროფესიული მომზადება/პროფესიულიგადამზადების პროგრამების შეთავაზებით. სწავლა, პრიორიტეტულ მიმართულებებზე, სრულად დაფინანსებულია სახელმწიფოს მიერ. პროგრამის დასრულების შემდეგ მსმენელები მიიღებენ სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერთიფიკატს.
პროფესიული მომზადების/პროფესიულიგადამზადების პროგრამის განმახორციელებელი, საგანმანათლებლო დაწესებულების გარდა, შესაძლოა გახდეს ის კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც დააკმაყოფილებს დადგენილ სტანდარტებს. უფლების მოპოვების შემდეგ, ორგანიზაცია უფლებამოსილია მიიღოს სახელმწიფო დაფინანსება განსაზღვრულ პრიორიტეტულ დარგებში.
პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვების, სტანდარტების, პროგრამის შემუშავების, მსმენელთა ჩარიცხვის, პრიორიტეტული სექტორებისა და სხვა საჭირო რეგულაციების შესახებ, ინფორმაციის მისაღებად, იხილეთ:
- პროფესიული მომზადების პროგრამისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვებისა და სახელმწიფოს მიერ აღიარებულად ჩათვლის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2024 წლის 30 აპრილის N131 დადგენილება
- პროფესიული მომზადების პროგრამისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის შემუშავებისა და დამტკიცების წესის განსაზღვრის თაობაზე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 26 მარტის N59/ნ ბრძანება
- პროფესიული მომზადების პროგრამაზე და პროფესიული გადამზადების პროგრამაზე ჩარიცხვის წესის და პირობების დამტკიცების შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 10 აპრილის N71/ნ ბრძანება
- პროფესიული მომზადების პროგრამისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვების საფასურის განსაზღვრის თაობაზე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 2 აპრილის N67/ნ ბრძანება
- პროფესიული მომზადების პროგრამისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის დაფინანსების მიღების მიზნით საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში წარმოსადგენი განაცხადისა და ბიუჯეტის ფორმები (განაცხადის ფორმა / ბიუჯეტის ფორმა);
- პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამების დაფინანსების მიზნით 2026 წლის პრიორიტეტების განსაზღვრის თაობაზე საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2026 წლის 29 იანვრის ბრძანება.
- პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამების დაფინანსების მიზნებისთვის, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში განაცხადების მიღება შესაძლებელია ყოველი თვის ბოლო კვირის სამუშაო დღეებში (იხ. განაცხადების მიღების 2026 წლის კალენდარი).
პროფესიული მომზადების/-პროფესიული
გადამზადების კურსებზე მიმდინარე რეგისტრაციების, პროგრამების შინაარსის, განმახორციელებელი ორგანიზაციების და პარტნიორების შესახებ მონაცემები განთავსებულია ვებ გვერდზე www.vet.emis.ge
დამატებითი ინფორმაცია ხელმისწვდომია სამინისტროს ცხელ ხაზზე: 2 200 220