აბიტურიენტთა/ მაგისტრანტობის კანდიდატთა ხელშეწყობისა და
სტუდენტთა მობილობის მიზნით უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლა
ერთიანი ეროვნული გამოცდების/ საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე,
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესითა და
დადგენილ ვადებში დასაშვებია:
- უცხო
ქვეყნის
მოქალაქეებისა
და
მოქალაქეობის
არმქონე
პირებისათვის,
რომლებმაც
უცხო
ქვეყანაში
მიიღეს
სრული
ზოგადი
ან
მისი
ეკვივალენტური
განათლება;
- საქართველოს
მოქალაქეებისათვის,
რომლებმაც
უცხო
ქვეყანაში
მიიღეს
სრული
ზოგადი
ან
მისი
ეკვივალენტური
განათლება
და
სრული
ზოგადი
განათლების ბოლო 2 წელი ისწავლეს უცხო ქვეყანაში;
- უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის რომლებიც
სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია
უცხო
ქვეყანაში
ამ
ქვეყნის
კანონმდებლობის
შესაბამისად
აღიარებულ
უმაღლესი
საგანმანათლებლო
დაწესებულების
ბაკალავრიატში/მაგისტრატურაში;
- საქართველოს
მოქალაქეებისათვის, რომლებიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
სამინისტროს მიერ განსაზღვრული ვადით ცხოვრობენ/ცხოვრობდნენ,
სწავლობენ/სწავლობდნენ (უცხო ქვეყანაში ცხოვრება გულისხმობს უცხო ქვეყანაში
ყოფნას არანაკლებ 75 დღისა ერთ-ერთი სემესტრის განმავლობაში) და მიღებული აქვთ
კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად
აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატში/მაგისტრატურაში;
- მაგისტრანტობის
კანდიდატებისათვის,
რომლებმაც
უცხო
ქვეყანაში
მიიღეს
შესაბამისი
უმაღლესი
განათლების
აკადემიური
ხარისხის
დამადასტურებელი
დოკუმენტი;
- მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის,
რომლებიც
უმაღლეს
საგანმანათლებლო
დაწესებულებაში ჩაირიცხნენ
ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს
კანონის 52-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით;
- უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის, რომლებმაც საქართველოს უმაღლეს
საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელების უფლება მოიპოვეს
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე და აქვთ
საქართველოში გაცემული სახელმწიფოს მიერ აღიარებული უმაღლესი განათლების
დამადასტურებელი დოკუმენტი.
ქართულ
ენაში
მომზადების
საგანმანათლებლო
პროგრამის
გავლის
უფლება
ერთიანი
ეროვნული
გამოცდების
გავლის
გარეშე
დასაშვებია
პირველი
და მე-2 პუნქტით განსაზღვრული პირებისათვის, ასევე მე-3 და მე-4 პუნქტით განსაზღვრული
ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამით სწავლის გასაგრძელებლად.
აღნიშნული
პროგრამა
არის
60-კრედიტიანი,
მისი
გავლა
შესაძლებელია
მხოლოდ
პირველი
სასწავლო წლის განმავლობაში და მისი დასრულების შემდეგ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება გასცემს ამ პროგრამის დასრულების დამადასტურებელ სერტიფიკატს. ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ სტუდენტები თავიანთი არჩევანის შესაბამისად, სწავლას აგრძელებენ იმავე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამით.
საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის №224/ნ ბრძანებით დამტკიცდა „უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების მიერ დოკუმენტების წარდგენისა და განხილვის წესი“.
ზემოთ
ჩამოთვლილმა პირებმა განცხადებით უნდა მიმართონ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს.
განცხადების
ფორმის მიღება შესაძლებელია განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში (http://eqe.gov.ge/geo/static/227/services/validation/Enrollment-without-passing-Unified-National/-Magistrate-exams).
(მისამართი: თბილისი, ალექსიძის ქუჩა №1, ტელეფონი 995 32 2 200 220, ელ.ფოსტა
- info@eqe.ge)
მე-6
პუნქტით გათვალისწინებულ პირებს უფლება აქვთ განცხადებით მიმართონ აგრეთვე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს.
განცხადებას უნდა დაერთოს შემდეგი დოკუმენტები:
უცხო
ქვეყნის მოქალაქე აბიტურიენტებისათვის
- მოქალაქეობის
დამადასტურებელი
დოკუმენტის
ასლი;
- უცხო
ქვეყანაში
მიღებული
სრული
ზოგადი
ან
მისი
ეკვივალენტური
განათლების
დამადასტურებელი
დოკუმენტის
ასლი;
- აბიტურიენტის მიერ
არჩეული
უმაღლესი
საგანმანათლებლო
დაწესებულების
ხელმძღვანელის
წერილობითი
თანხმობა
სტუდენტთა
საერთო
რაოდენობის
ფარგლებში
არსებულ
ვაკანტურ
ადგილზე
პირის
მიღების
შესაძლებლობის
თაობაზე
(სახელის,
გვარისა
და
საგანმანათლებლო
პროგრამის
მითითებით).
საქართველოს
მოქალაქე აბიტურიენტებისათვის
- მოქალაქეობის
დამადასტურებელი
დოკუმენტის
ასლი;
- უცხო
ქვეყანაში
მიღებული
სრული
ზოგადი
ან
მისი
ეკვივალენტური
განათლების
დამადასტურებელი
დოკუმენტის
ასლი;
- აბიტურიენტის მიერ არჩეული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობა სტუდენტთა საერთო რაოდენობის ფარგლებში არსებულ ვაკანტურ ადგილზე პირის მიღების შესაძლებლობის თაობაზე (სახელის, გვარისა და საგანმანათლებლო პროგრამის მითითებით);
- სრული
ზოგადი
განათლების
ბოლო
2 წლის
განმავლობაში
უცხო
ქვეყანაში
სწავლის
დამადასტურებელი
დოკუმენტი.
უცხო
ქვეყნის მოქალაქე სტუდენტებისათვის
- მოქალაქეობის
დამადასტურებელი
დოკუმენტის
ასლი;
- პირის
მიერ
არჩეული
უმაღლესი
საგანმანათლებლო
დაწესებულების
ხელმძღვანელის
წერილობითი
თანხმობა
სტუდენტთა
საერთო
რაოდენობის
ფარგლებში
არსებულ
ვაკანტურ
ადგილზე
პირის
მიღების
შესაძლებლობის
თაობაზე
(სახელის,
გვარისა
და
საგანმანათლებლო
პროგრამის
მითითებით);
- უცხო
ქვეყნის
უმაღლეს
საგანმანთლებლო
დაწესებულებაში
მიღებული
კრედიტების/კვალიფიკაციის დამადასტურებელი
დოკუმენტის
ასლი.
საქართველოს
მოქალაქე სტუდენტებისათვის
- მოქალაქეობის
დამადასტურებელი
დოკუმენტის
ასლი;
- პირის
მიერ
არჩეული
უმაღლესი
საგანმანათლებლო
დაწესებულების
ხელმძღვანელის
წერილობითი
თანხმობა
სტუდენტთა
საერთო
რაოდენობის
ფარგლებში
არსებულ
ვაკანტურ
ადგილზე
პირის
მიღების
შესაძლებლობის
თაობაზე
(სახელის,
გვარისა
და
საგანმანათლებლო
პროგრამის
მითითებით);
- უცხო
ქვეყნის
უმაღლეს
საგანმანთლებლო
დაწესებულებაში
მიღებული
კრედიტების/კვალიფიკაციის დამადასტურებელი
დოკუმენტის
ასლი.
- უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო
დაწესებულებაში სწავლის პერიოდში უცხო ქვეყანაში ცხოვრების დამადასტურებელი
დოკუმენტი (რეგისტრაციის ცნობა, ბინადრობის დამადასტურებელი ცნობა ან სხვა
დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყანაში
ცხოვრების ფაქტს. უცხო ქვეყანაში ცხოვრება გულისხმობს უცხო ქვეყანაში ყოფნას
არანაკლებ 75 დღისა ერთ-ერთი სემესტრის განმავლობაში).
ახალი კორონავირუსის (Covid-19) პანდემიით გამოწვეული ვითარებიდან გამომდინარე, უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის პერიოდში 75 დღით უცხო ქვეყანაში ცხოვრებასთან დაკავშირებული მოთხოვნა და შესაბამისად ცხოვრების ცნობის წარმოდგენა არ ვრცელდება იმ პირებზე, რომლებიც უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლობდნენ მხოლოდ 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან 2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის ბოლომდე, რომელიმე სემესტრში და განათლებას იღებდნენ შესაბამის უცხო ქვეყანაში პანდემიის გამო განხორციელებული ან/და პანდემიის გავრცელების პრევენციის ან მისი შედეგების ლიკვიდაციის მიზნით დაშვებული დისტანციური სწავლების ფორმით. ზემოაღნიშნულ შემთხვევებში უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტი უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეებს მოსთხოვოს აღნიშნულ პერიოდში დისტანციური სწავლების დამადასტურებელი დოკუმენტი (საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 25 მაისის №21/ნ ბრძანება).
უკრაინაში განვითარებული საომარი მოქმედებებიდან გამომდინარე, საქართველოს მოქალაქეებისთვის განსაზღვრული მოთხოვნა, უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის პერიოდში 75 დღით უცხო ქვეყანაში ცხოვრებასთან დაკავშირებით, არ ვრცელდება იმ პირებზე, რომლებიც 2021-2022 სასწავლო წელს სწავლობდნენ უკრაინის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში (საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2022 წლის 22 ივნისის №76/ნ ბრძანება).
შენიშვნა:
საქართველოს მოქალაქეები რომლებიც
სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ
ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო
დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის გაგრძელებას
შეძლებენ სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებულ
ზოგადი უნარების გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში. (საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის
2019 წლის 8 თებერვლის 09/ნ ბრძანების თანახმად გამოცდის ჩაბარება ეხება იმ პირებს,
რომლებმაც სწავლის უფლება უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მოიპოვეს 2019 წლის 1 იანვრიდან.)
ზოგადი უნარების
გამოცდა ჩატარდება წელიწადში
ორჯერ ზამთარსა და შემოდგომაზე.
ზოგადი უნარების გამოცდაში მონაწილეობის
მისაღებად საქართველოს მოქალაქემ უნდა გაიაროს ელექტრონული
რეგისტრაცია ონლაინ რეჟიმში სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის
ვებგვერდზე
რეგისტრაციისთვის მოქალაქეს უნდა ჰქონდეს: პირადი
ნომერი, ელექტრონული ფოსტა, საქართველოში რეგისტრირებული მობილური ტელეფონის
ნომერი. გამოცდაში მონაწილეობის საფასურს
(100 ლარი) იხდის წინასწარ რეგისტრაციის ვადაში.
გამოცდაზე რეგისტრაციის ვადებისა და გამოცდის თარიღის სანახავად
გადადით ვებგვერდზე: www.naec.ge
გამოცდის
წარმატებით ჩაბარება გულისხმობს ტესტისთვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 50%-ზე
მეტის დაგროვებას.
მაგისტრანტობის
კანდიდატებისათვის
- მოქალაქეობის
დამადასტურებელი
დოკუმენტის
ასლი;
- უცხო
ქვეყნის
მიერ
აღიარებული
უმაღლესი
საგანმანათლებლო
დაწესებულების
მიერ
გაცემული
უმაღლესი
განათლების
შესაბამისი
კვალიფიკაციის
დამადასტურებელი
დოკუმენტის
ასლი;
- მაგისტრანტობის კანდიდატის მიერ
არჩეული
უმაღლესი
საგანმანათლებლო
დაწესებულების
ხელმძღვანელის
წერილობითი
თანხმობა
სტუდენტთა
საერთო
რაოდენობის
ფარგლებში
არსებულ
ვაკანტურ
ადგილზე
პირის
მიღების
შესაძლებლობის
თაობაზე
(სახელის,
გვარისა
და
საგანმანათლებლო
პროგრამის
მითითებით).
მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის,
რომლებიც
უმაღლეს
საგანმანათლებლო
დაწესებულებაში
ჩაირიცხნენ
ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე „უმაღლესი განათლების შესახებ“
საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით
- მოქალაქეობის
დამადასტურებელი
დოკუმენტის
ასლი;
- მაგისტრანტობის კანდიდატის მიერ
არჩეული
უმაღლესი
საგანმანათლებლო
დაწესებულების
ხელმძღვანელის
წერილობითი
თანხმობა
სტუდენტთა
საერთო
რაოდენობის
ფარგლებში
არსებულ
ვაკანტურ
ადგილზე
პირის
მიღების
შესაძლებლობის
თაობაზე
(სახელის,
გვარისა
და
საგანმანათლებლო
პროგრამის
მითითებით);
- საქართველოში მიღებული
კვალიფიკაციის
დამადასტურებელი
დოკუმენტის
– დიპლომისა
და
დიპლომის
დანართის
ასლები;
- უმაღლესი
საგანმანათლებლო
დაწესებულების
ხელმძღვანელის
აქტი,
რომელიც
ადასტურებს
უმაღლეს
საგანმანათლებლო
დაწესებულებაში
ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ჩარიცხვას „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს
კანონის 52-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი
წესით/
უცხო
ქვეყნის მოქალაქეებისათვის, რომლებმაც საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო
დაწესებულებაში სწავლის გაგრძელების უფლება მოიპოვეს „უმაღლესი განათლების
შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე და აქვთ საქართველოში გაცემული
სახელმწიფოს მიერ აღიარებული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი
- მოქალაქეობის
დამადასტურებელი
დოკუმენტის
ასლი;
- მაგისტრანტობის კანდიდატის მიერ
არჩეული
უმაღლესი
საგანმანათლებლო
დაწესებულების
ხელმძღვანელის
წერილობითი
თანხმობა
სტუდენტთა
საერთო
რაოდენობის
ფარგლებში
არსებულ
ვაკანტურ
ადგილზე
პირის
მიღების
შესაძლებლობის
თაობაზე
(სახელის,
გვარისა
და
საგანმანათლებლო
პროგრამის
მითითებით);
- საქართველოში მიღებული
კვალიფიკაციის
დამადასტურებელი
დოკუმენტის
– დიპლომისა
და
დიპლომის
დანართის
ასლები;
- უმაღლესი
საგანმანათლებლო
დაწესებულების
ხელმძღვანელის
აქტი,
რომელიც
ადასტურებს
უმაღლეს
საგანმანათლებლო
დაწესებულებაში
პირის „უმაღლესი
განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე ჩარიცხვას.
შენიშვნა
- მოქალაქეობის
არმქონე პირის განცხადებას მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნაცვლად უნდა დაერთოს ბინადრობის მოწმობის ასლი.
- უცხო
ენაზე შედგენილი დოკუმენტები უნდა იყოს თარგმნილი ქართულ ენაზე და დამოწმებული ნოტარიუსის მიერ.
- სტუდენტების განცხადებების განხილვა მოხდება მას შემდეგ, რაც ცენტრი
სამინისტროს წარუდგენს პირის მიერ
უცხო ქვეყანაში ათვისებული
კრედიტების საქართველოს უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამასთან თავსებადობის დოკუმენტს.
- სწავლის ენასთან, საგანმანათლებლო პროგრამასთან და სწავლის საფასურთან დაკავშირებით მიმართეთ
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას (http://mes.gov.ge/content.php?id=1855&lang=geo)
- უცხოენოვან საგანმანათლებლო პროგრამებთან
დაკავშირები ინფორმაციის მიღება შესაძლებელია უმაღლეს საგანმანათლებლო
დაწესებულებებში და ვებ გვერდზე http://eqe.gov.ge/geo/static/265/register/Study-programmes-offered-in-foreign-languages-at-HEIs
დამატებითი ინფორმაციის მიღება
მოქალაქეებს შეუძლიათ სსიპ- განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში და
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და
მეცნიერების განვითრების დეპარტამენტში. ტელეფონი (995 32) 2 200 220.
|