საქართველოს განათლების,
მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, დედა ენის დღესთან დაკავშირებით, აცხადებს სასკოლო კონკურსს. კონკურსი ჩატარდება ორ
ასაკობრივ კატეგორიაში:
- საბაზო საფეხურის მოსწავლეებისთვის, კონკურსი
ჩატარდება სახელწოდებით „ო, ენავ ჩემო, დედაო ენავ...“ კონკურსის
ფარგლებში მოსწავლეები,
შექმნიან სხვადასხვა შემოქმედებითი ხასიათის ისეთი პროექტები, როგორებიცაა: ნახატები, მაკეტები, ხელნაკეთი
წიგნები, ქართული კალიგრაფიის თვალსაჩინოებები, პოსტერები, კომიქსები,
საინფორმაციო ბუკლეტები, ვიდეორგოლები და ა.შ.
- საშუალო საფეხურის მოსწავლეებისთვის, კონკურსი
ჩატარდება სახელწოდებით „რა ენა წახდეს...“. კონკურსის ფარგლებში მოსწავლეები, ქართული ენის, ქართული დამწერლობის შესახებ მოძიებული მასალის გამოყენებით, შეიმუშავებენ
კონცეფციებს ქართული ენის დაცვის თემაზე.
საკონკურსო პირობები
- კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საჯარო და კერძო სკოლების საბაზო და საშუალო
საფეხურის მოსწავლეებს, როგორც ინდივიდუალურად, ისე ჯგუფის
ფორმატშიც. ჯგუფში მოსწავლეთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 3 მოსწავლეს;
- მოსწავლეებმა უნდა მოიძიონ ინფორმაცია ქართული ენის, ქართული დამწერლობის
შესახებ. მოძიებული მასალის გამოყენებით, უნდა შეიმუშაონ პროექტები/კონცეფციები;
- პროექტი/კონცეფცია შექმნილი უნდა იყოს სპეციალურად ამ კონკურსისთვის;
- კონცეფცია შესრულებული უნდა იყოს ქართულ ენაზე და მისი
მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 1000 სიტყვას;
- საკონკურსო
ნამუშევრებზე (პროექტი/კონცეფცია) მითითებული უნდა იყოს ავტორის/ავტორების სახელი, გვარი, კლასი, სკოლის დასახელება;
- კონცეფცია შესაძლებელია შესრულებული იყოს როგორც ნაბეჭდი,
ისე ხელნაწერის სახით;
- პროექტი
შესაძლებელია შესრულებული იყოს სხვადასხვა შემოქმედებით ფორმატში.
კონკურსის მიზანი
- კონკურსის მიზანია,
მოსწავლეებმა კონცეფციების სახით ჩამოაყალიბონ და წარმოადგინონ თავიანთი
მოსაზრებები, იდეები, თუ როგორ უნდა
დავიცვათ ქართული ენა. დასახონ სახელმწიფო ენის
დაცვისა და პოპულარიზაციის გზები. ასევე, გამოავლინონ და გაიმყარონ ინფორმაციის
მოძიებისა და დამუშავების, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უნარები.
- შემოქმედებითი პროექტების კონკურსში მონაწილეობით
მოსწავლეებს საშუალება მიეცემათ, სხვადასხვა საინტერესო პროექტების სახით
წარმოადგინონ თავიანთი ხედვა ქართული ენის დაცვისა და პოპულარიზაციის კუთხით;
ასევე, მოსწავლეებს ექნებათ შემოქმედებითი უნარების გამოვლენისა და განვითარების
საშუალება.
შეფასების
კრიტერიუმები
შემოქმედებითი პროექტები:
- წარმოდგენილი პროექტის/ნამუშევრის კონკურსის
თემასთან შესაბამისობა;
- პროექტის/ნამუშევრის შესრულების ტექნიკა;
- პროექტის/ნამუშევრის
იდეის ორიგინალურად გადმოცემის უნარი;
- შემოქმედებითი
მხარე და ინდივიდუალიზმი.
კონცეფციები:
- წარმოდგენილი კონცეფციის კონკურსის თემასთან
შესაბამისობა;
- კონცეფციაში წარმოდგენილი საკითხის/პრობლემის
აქტუალურობა;
- კონცეფციაში
აზრის ორიგინალურად და ლაკონიურად გადმოცემის უნარი;
- კონცეფციის
ტექსტს გრამატიკული და შინაარსობრივი გამართულობა.
შენიშვნა: მნიშვნელოვანია, კონცეფციის შემუშავებისას, მოსწავლეებმა არ
გამოიყენონ ინფორმაციის მექანიკური კოპირება და წარმოადგინონ დამუშავებული
ინფორმაციის გადმოცემის საკუთარი ინტერპრეტაცია.
გამარჯვებულების
გამოვლენა
- მინისტრის ბრძანებით შექმნილი საკონკურსო ნამუშევრების შეფასების კომისია, განიხილავს საკონკურსო ნამუშევრებს და გამოავლენს გამარჯვებულებს.
- ორივე ასაკობრივ კატეგორიაში (საბაზო
(შემოქმედებითი პროექტები) და საშუალო (კონცეფცია) საფეხურის კლასები), გამოვლინდება I, II, III ადგილებზე
გასული საკონკურსო ნამუშევრების ავტორები და ასევე, კომისიის 1-1 ნომინაცია.
გამარჯვებული საკონკურსო
ნამუშევრის ავტორები/ავტორთა გუნდები დაჯილდოვდებიან:
I ადგილებზე გასული საკონკურსო
ნამუშევრის ავტორი/ავტორთა გუნდი - დიპლომითა და 1500 ლარის ღირებულების კომპიუტერული ტექნიკისა და აქსესუარების სასაჩუქრე ბარათით;
II
ადგილებზე გასული საკონკურსო ნამუშევრის ავტორი/ავტორთა გუნდი
- დიპლომითა და 1200 ლარის ღირებულების კომპიუტერული ტექნიკისა და აქსესუარების სასაჩუქრე ბარათით;
III
ადგილებზე გასული საკონკურსო ნამუშევრის ავტორი/ავტორთა გუნდი
- დიპლომითა და 1000 ლარის ღირებულების კომპიუტერული ტექნიკისა და აქსესუარების სასაჩუქრე ბარათით;
კომისიის ორი რჩეული
- ავტორი/ავტორთა გუნდი - დიპლომებითა და
700 ლარის ღირებულების კომპიუტერული ტექნიკისა და აქსესუარების სასაჩუქრე ბარათებით.
კომისია უფლებამოსილია,
საკონკურსო მასალების შესრულების ხარისხიდან გამომდინარე, რომელიმე საპრიზო
ადგილზე არ წარადგინოს გამარჯვებული.
კონკურსის ვადები
- სასკოლო ტურის ორგანიზება,
გამარჯვებულების გამოვლენა და გამარჯვებული საკონკურსო ნამუშევრების შესაბამის
რესურსცენტრში წარდგენა უნდა მოხდეს არაუგვიანეს 23 მარტისა.
- მუნიციპალური ტურის ორგანიზება,
გამარჯვებულების გამოვლენა და მუნიციპალურ ტურში გამარჯვებული საკონკურსო
ნამუშევრების სამინისტროსთვის წარდგენა უნდა მოხდეს არაუგვიანეს 31 მარტისა.