საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე აბაშის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებს შეხვდა და მათ ზოგადი და უმაღლესი განათლების საფეხურზე მიმდინარე რეფორების ძირითადი მიმართულებები გააცნო.
მინისტრმა, რეფორმების ეფექტიანად განხორციელების კუთხით, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა აქტიურ ჩართულობაზე.
შეხვედრის ფარგლებში გივი მიქანაძემ განათლების სისტემაში განსახორციელებელი ინიციატივები განიხილა. საუბარი შეეხო სასწავლო რესურსების ხარისხის გაუმჯობესებას, სასკოლო ფორმას, პირველკლასელთა რეგისტრაციისა და ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაციის პროცედურებს და სახელმწიფო უნივერსიტეტებში უფასოდ სწავლის შესაძლებლობებს.
შეხვედრაზე მშობლებმა მინისტრს მათთვის მნიშვნელოვან თემებზე კითხვები დაუსვეს და ამომწურავი განმარტებები მიიღეს.
მშობლებთან გამართულ შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებული სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში დავით ვერავა, წალენჯიხის, ჩხოროწყუს, მარტვილისა და აბაშის მუნიციპალიტეტების დელეგატი ილია ინჯია, აბაშის მუნიციპალიტეტის მერი გიგა გაბელაია, აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე იასონ კიზირია და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.