განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში ანტიპლაგიატის კვირეულის გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
ზვიად გაბისონიამ სიტყვით გამოსვლისას საგანმანათლებლო სივრცეში პლაგიატთან დაკავშირებულ გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი გავლენა აქვს გენერირებადი ხელოვნური ინტელექტის განვითარებას. მისი თქმით, პლაგიატთან ეფექტიანი ბრძოლა მოითხოვს როგორც სამართლებრივი რეგულაციების დახვეწას, ისე აკადემიური კეთილსინდისიერების კულტურის გაძლიერებას.
ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით ასევე მიმართა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა.
კვირეულის მიზანია სტუდენტებში აკადემიური წერის, პარაფრაზირების, ციტირებისა და კვლევის ეთიკის საკითხების შესახებ ცნობიერების ამაღლება და აკადემიური კეთილსინდისიერების კულტურის გაძლიერება ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში.
წელს მთავარი გზავნილია: „პლაგიატი დროებითი გამოსავალია, ცოდნა — მუდმივი ღირებულება“.
კვირეულის ფარგლებში გამოცხადდა ორი სტუდენტური კონკურსი: „პარაფრაზირება პლაგიატის გარეშე“ და საუკეთესო ვიდეორგოლის კონკურსი თემაზე „პლაგიატი დროებითი გამოსავალია, ცოდნა — მუდმივი ღირებულება“. ასევე გაიმართება საჯარო ლექციები და სამუშაო შეხვედრები, რომლებიც დაეთმობა აკადემიური კეთილსინდისიერების, აკადემიური წერის, ხელოვნური ინტელექტის სამართლებრივი გამოწვევებისა და ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში აკადემიური ეთიკის საკითხებს.