საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო აცხადებს საკონკურსო განაცხადების მიღებას პროფესიული უნარების განვითარების საორიენტაციო კურსების განხორციელების მიზნით. აქტივობის მიზანია საჯარო სკოლების VII-X კლასის მოსწავლეებში პროფესიული უნარების განვითარება, პროფესიული განათლების პოპულარიზაცია და ზოგადსაგანმანათლებლო და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება.
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს ავტორიზებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებას (როგორც საჯარო, ისე კერძო სამართლის იურიდიულ პირს), რომელიც აკმაყოფილებს წესით დადგენილ მოთხოვნებს. პროფესიული უნარების განვითარების საორიენტაციო კურსის განხორციელების ადგილი შეიძლება იყოს პარტნიორი საჯარო სკოლის ან/და თავად განმცხადებელი დაწესებულების ბაზა.
საკონკურსო განაცხადების მიღება 2026 წლის 15 ივნისს დაიწყება და 30 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.
დაფინანსების მისაღებად, განმცხადებელმა სამინისტროში უნდა წარადგინოს დადგენილი ფორმის შესაბამისი განაცხადი და თანდართული დოკუმენტაცია (მათ შორის, პარტნიორ სკოლასთან გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი).
განაცხადის ფორმებისა და კონკურსის პირობების შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია თანდართულ ფაილებში.