საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა და ევროპის განათლებისა და კულტურის აღმასრულებელი სააგენტო (EACEA) აცხადებენ კონკურსს საქართველოში Erasmus+-ის ეროვნული ოფისის (NEO) ახალი ადგილობრივი კოორდინატორის შესარჩევად.
წინაპირობა
Erasmus+ არის ევროკავშირის პროგრამა განათლების, სწავლების, ახალგაზრდობისა და სპორტის მხარდასაჭერად. 2021-2027 წლების პროგრამა დიდ ყურადღებას აქცევს სოციალურ ჩართულობას, მწვანე და ციფრულ ცვლილებებს, ასევე, ახალგაზრდების მონაწილეობის ხელშეწყობას დემოკრატიულ ცხოვრებაში. იგი მხარს უჭერს პრიორიტეტებსა და აქტივობებს, რომლებიც განსაზღვრულია ევროპის განათლების სივრცეში, ციფრული განათლების სამოქმედო გეგმასა და ევროპული უნარების დღის წესრიგში.
Erasmus+ ასევე მიზნად ისახავს თანამშრომლობის გაღრმავებას პარტნიორ ქვეყნებთან მთელს მსოფლიოში.
Erasmus+-ის ეროვნული ოფისები (NEO) ეხმარება ევროკომისიას, EACEA-ს და საქართველოს ხელისუფლებას, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ერასმუს+ პროგრამის განხორციელებაში. მათი მანდატი მოიცავს Erasmus+-ის ქმედებების საერთაშორისო განზომილებასთან დაკავშირებულ მხარდაჭერის, ხელშეწყობისა და გავრცელების აქტივობებს.
Erasmus+-ის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, იხილოთ შემდეგი ბმული: http://ec.europa.eu/programmes/erasmus-plus/index_en.htm.
სამუშაოს აღწერა
წარმატებული კანდიდატი დაიკავებს საქართველოში Erasmus+-ის ეროვნული ოფისის (NEO) კოორდინატორის პოზიციას და პასუხისმგებელი იქნება შემდეგი საქმიანობის განხორციელებასა და კოორდინაციაზე:
მოთხოვნები ვაკანსიისთვის
მინიმალური დასაშვებობის კრიტერიუმები
ძირითადი მოთხოვნები
დამატებითი უპირატესობა
განაცხადის წარდგენის პროცედურა
კანდიდატებმა ინგლისურ ენაზე უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:
განაცხადები უნდა გაიგზავნოს ელექტრონულ მისამართზე:
EACEA-EPLUS-NEO-HERES@ec.europa.eu
გთხოვთ, თქვენი ელ. ფოსტის სათაურის ველში მიუთითოთ შემდეგი: „აპლიკაცია – კოორდინატორი NEO საქართველოში“ ("Application – Coordinator NEO Georgia").
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2026 წლის 17 ივლისი, 17:00 საათი (ბრიუსელის დროით).
ზემოაღნიშნული მოთხოვნების შეუსრულებლობა გამოიწვევს კანდიდატის დისკვალიფიკაციას.
შერჩევის პროცედურა
კანდიდატის შერჩევას განახორციელებს შესარჩევი კომიტეტი, რომელიც შედგება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობისა და EACEA-ს წარმომადგენლებისგან.
შერჩევა ორგანიზებული იქნება შემდეგი ნაბიჯებით:
შერჩევის პროცესის დასრულების შემდეგ შესარჩევი კომიტეტი წარადგენს კანდიდატს თანამდებობაზე დასანიშნად.
გარდა ამისა, შესაძლებელია შეიქმნას შესაფერის კანდიდატთა სარეზერვო სია.
კანდიდატებმა არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიმართონ შესარჩევი კომიტეტის წევრებს, პირდაპირ ან ირიბად, აღნიშნულ საკონკურსო პროცედურასთან დაკავშირებით. ხელშეკრულების გაფორმებაზე უფლებამოსილი ორგანო იტოვებს უფლებას, დისკვალიფიკაცია მოახდინოს ნებისმიერ კანდიდატზე, რომელიც უგულებელყოფს ამ მითითებებს.
შერჩევის პროცესში გამოყენებული იქნება თანაბარი შესაძლებლობების პოლიტიკა.
დასაქმების პირობები
დასაქმების სავარაუდო დაწყების თარიღი:
2027 წლის 1 იანვარი.
კონტრაქტის ხანგრძლივობა:
3 წელი, იმ პირობით, რომ საქართველოში Erasmus+-ის ეროვნული ოფისის საქმიანობის გაგრძელების მიზნით ევროკომისიის მანდატი ძალაში დარჩება.
სამუშაო დატვირთვა:
სრული სამუშაო განაკვეთი (100%). აღნიშნული პოზიცია შეუთავსებელია სხვა დასაქმებასთან. შერჩეული კანდიდატი პასუხისმგებელი იქნება არასამთავრობო, არაკომერციული იურიდიული ორგანიზაციის დაფუძნებასა და მართვაზე, რათა
უზრუნველყოფილი იყოს Erasmus+-ის ეროვნული ოფისის სათანადო ფუნქციონირება.
სამუშაო ადგილი:
თბილისი, საქართველო.
[1] ხელფასის ოდენობა განისაზღვრება NEO-ის პერსონალის ხარჯების ფარგლებში, რომელიც Erasmus+-ის გრანტით დაფინანსებისათვის დასაშვები ხარჯების კატეგორიას წარმოადგენს. NEO-სთვის გათვალისწინებული გრანტის მაქსიმალური საერთო ოდენობა სამწლიანი საქმიანობის პერიოდისთვის შეადგენს 255 822,03 ევროს. NEO-ის იურიდიული პირი წარადგენს საგრანტო განაცხადს, რომელშიც შესთავაზებს პერსონალის ხარჯების ოდენობას და წარადგენს აღნიშნული ოდენობის შესაბამის დასაბუთებას.