საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილმა მონაწილეობა მიიღო სამუშაო შეხვედრაში, რომელიც სასკოლო სახელმძღვანელოების შექმნის პროცესის შეფასებას, არსებული გამოცდილების გაანალიზებასა და სახელმძღვანელოების განვითარების საკითხებს მიეძღვნა.
თამარ მახარაშვილმა მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ ხარისხიანი სასკოლო სახელმძღვანელოების შექმნა განათლების ხარისხის ამაღლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა. მისივე თქმით, პროცესის შეფასება და გაანალიზება უზრუნველყოფს ხარისხიანი საგანმანათლებლო რესურსების შექმნას, ხოლო პროცესში ჩართული სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტების ერთობლივი მუშაობა ხელს შეუწყობს სასკოლო სახელმძღვანელოების კიდევ უფრო დახვეწასა და ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებთან შესაბამისი რესურსების შექმნას.
სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდნენ სასკოლო სახელმძღვანელოების შექმნის პროცესში ჩართული ავტორები, თანაავტორები, ილუსტრატორები, კარტოგრაფები, დამკაბადონებლები, სამეცნიერო რეცენზენტები, ფსიქოლოგ-მეთოდისტები, რედაქტორები, ასევე საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წარმომადგენლები.
შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა იმსჯელეს საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინების მნიშვნელობაზე, სახელმძღვანელოების მეთოდიკურ ასპექტებსა და ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებთან შესაბამისობაზე. ასევე, განიხილეს სახელმძღვანელოების შექმნის პროცესში გამოვლენილი გამოწვევები, ხარისხის გაუმჯობესების შესაძლებლობები და სამომავლო თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები.