საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილე ლევან ღირსიაშვილმა კრწანისისა და სამგორის რაიონების საჯარო სკოლების ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა.
ლევან ღირსიაშვილმა პედაგოგებს ახალგაზრდა თაობების აღზრდის საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და შესაბამისი სერტიფიკატები გადასცა.
ღონისძიებებს ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, სასკოლო საზოგადოების წევრები — დირექტორები, პედაგოგები და მოსწავლეები, რომლებმაც თავიანთი პედაგოგების დამსახურება განსაკუთრებული პატივისცემით აღნიშნეს.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ინიციატივით, მასწავლებლის ეროვნული პრემიის ფარგლებში, ღვაწლმოსილი პედაგოგების დაფასებისა და მათი პროფესიული საქმიანობის მნიშვნელობის წარმოჩენის მიზნით, ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის აღნიშნული ინიციატივა მასწავლებლების მრავალწლიანი შრომის დაფასებასა და მათი პროფესიული საქმიანობის წახალისებას ემსახურება.
