განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ზვიად გაბისონიამ და ქუთაისის მერმა დავით ერემეიშვილმა ქუთაისის საჯარო და კერძო სკოლების წარმატებული მასწავლებლები დააჯილდოვეს.
ზვიად გაბისონიამ პედაგოგებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა და მასწავლებლის პროფესიის განსაკუთრებულ როლზე ისაუბრა. მან ხაზი გაუსვა პედაგოგების თავდადებულ შრომას ქვეყნის მომავალი თაობების აღზრდისა და განათლების საქმეში.
დაჯილდოებაში მონაწილეობდნენ იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი, ქუთაისის დელეგატი ზაზა ლომინაძე და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ჭიღვარია. ქუთაისის საჯარო და კერძო სკოლების პედაგოგებს სიგელები და ფულადი ჯილდოები გადასცეს.
წარმატებული მასწავლებლები სკოლების პედაგოგიურმა საბჭოებმა ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის მიერ დამტკიცებული დებულების შესაბამისად შეარჩიეს. თითოეული სკოლიდან ორი, ჯამში კი 92 პედაგოგი დაჯილდოვდა.
