
საქართველოს უნივერსიტეტის 120 სტუდენტს, რომელთაც საბაკალავრო და სამაგისტრო
პროგრამის სრული კურსი გაიარეს და უნივერსიტეტის პირველი კურსდამთავრებულები არიან
სახელმწიფო დიპლომები საზეიმო ვითარებაში გადაეცათ.
საქართველოს უნივერსიტეტი
2004 წელს პროფესორების გიული
ალასანიასა და მანანა სანაძის
ინიციატივით დაფუძნდა და მისი მიზანი იყო მაგისტრანტები ამერიკათმცოდნეობის მიმართულებით მოემზადებია. 2005-2007 წლებში უნივერსიტეტი მნიშვნელოვნად
გაიზარდა. სამაგისტრო პროგრამებს საბაკალავრო პროგრამები დაემატა. პირველი
ბაკალავრები უნივერსიტეტმა 2005 წლის
სექტემბერში მიიღო. 2006 წლის შემოდგომიდან უნივერსიტეტში
ამუშავდა სადოქტორო პროგრამებიც.
უნივერსიტეტის მიზანია საქართველოში საზოგადოებრივ
მეცნიერებათა მიმართულებით სწავლება და ცოდნა
მაღალგანვითარებულ ქვეყნებში არსებულ სტანდარტებს მიუსადაგოს.
ასევე,
სხვადასხვა სფეროში სამუშაოდ თანამედროვე ამერიკული და ევროპული მართვის
მეთოდების
მცოდნე მაღალკვალიფიციური სპეციალისტები მოამზადოს, რომელთაც
მშობლიურთან ერთად სრულყოფილად ეცოდინებათ ინგლისური და, სურვილის შესაბამისად,
სხვა უცხო ენები.