დიმიტრი შაშკინი ახალი საიტის www.200.org.ge პრეზენტაციას დაესწრო
25.02.2010
განათლებისა
და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი საქართველო-რუსეთის ორასწლოვანი კონფლიქტის შესახებ მომზადებული ვებ-გვერდის პრეზენტაციას დაესწრო
და ამავე თემაზე გამართულ კონფერენციის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა.
ღონისძიება ორგანიზაცია ”საქართველოს დეპუტატთა
კლუბი - 28 ოქტომბერი”ინიციატივით განხორციელდა და მასში
ექსპერტები, თავდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს, მედიისა და
სამოქალაქო სექტორის სხვა წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
დღეიდან
ინფორმაცია საქართველო-რუსეთის ორასწლოვანი
კონფლიქტის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ
შემდეგ ვებგვერდზე: www.200.org.ge , სადაც განთავსებულია ამ მოვლენის ამსახველი ვრცელი
ინფორმაცია და დოკუმენტური ფოტო-მასალა.