
საჯარო სკოლების
ეფექტურად მართვის მიზნით, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
დიმიტრი შაშკინისა
და განათლების სისტემის ,,საქართველოს განათლების სისტემის დამსაქმებელთა გაერთიანების’’ ინიციატივით საჯარო სკოლის დირექტორებს ტრენინგები
ჩაუტარდებათ. ამ მიზნით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში დიმიტრი შაშკინი
,,დამსაქმებელთა გაერთიენების’’ წარმომადგენლებსა და საჯარო სკოლების დირექტორებს
შეხვდა და სკოლაში ეფექტურად განხორციელებული მენეჯმენტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
დიმიტრი შაშკინის
თქმით, დირექტორების მიერ სწორად დაგეგმილი სკოლის ბიუჯეტი და ზოგადად, სწორი
მენეჯმენტი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს, არა მხოლოდ სკოლების
ინფრასტუქტურას, არამედ
აამაღლებს გაკვეთილებზე დასწრებისა და სწავლის ხარისხს.
ამასთან, ხელს შეუწყობს 2010-2011 წლებში სამინისტროს მიერ სკოლებში დაგეგმილი
რეფორმების გატარებას.
“სწორი მენეჯმენტი მომავალი
თაობების აღზრდის საქმეში ძალიან მნიშვნელოვანია. განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმების
განსახორციელებლად დიდი როლი ენიჭება სკოლების ეფექტურ მენეჯმენტს, სწორედ ამიტომ
დირექტორებს ,,დამსაქმებელთა გაერთიანება’’ ეფექტური მენეჯმენტის შესახებ ტრენინგებს
ჩაუტარებს. ასეთი შეხვედრები სისტემატურად გაგრძელდება, რადგან
ჩვენმა ერთობლივმა მუშაობამ პოზიტიური შედეგები გამოიღოს” – განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.
კითხვა-პასუხის
რეჟიმში წარმართულ შეხვედრაზე მინისტრი სკოლებში არსებულ კონკრეტულ პრობლემებსაც
გაეცნო და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრა. დიმიტრი შაშკინის განცხადებით,
სამინისტრო მზადაა ნებისმიერი საკითხის მოგვარებაში თითოეულ სკოლას მაქსიმალური
დახმარება აღმოუჩინოს.