საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ზვიად გაბისონიამ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო და ინოვაციურ სივრცეში (KIU) თემაზე „ხელოვნური ინტელექტის გამოწვევები და რეგულირების ტენდენციები“ საჯარო ლექცია წაიკითხა.
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპული რეესტრის (EQAR) რეგისტრაციის კომიტეტის 2026 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილებით EQAR-ში რეგისტრაცია აღუდგა.
„დღეს მივიღეთ ოფიციალური წერილი უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპული რეესტრისგან, რომლის თანახმად საქართველოს აღუდგა EQAR-ის რეგისტრაცია.
ეს არის ის უმნიშვნელოვანესი მიღწევა, რომელზეც უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში ბოლო ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა ინტენსიური მუშაობა. ამ კუთხით განხორციელდა შესაბამისი ცვლილებები, როგორც კანონმდებლობაში, ასევე შესაბამის ნორმატიულ აქტებში, რათა მაქსიმალურად უზრუნველყოფილიყო განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის დამოუკიდებლობა,“ - აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ განაცხადა.