2010-2011 სასწავლო წელს უმაღლეს საგანმანათლებლო
დაწესებულებებში აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე ან პროფესიული უმაღლესი განათლების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ სტუდენტთა
სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების ოდენობისა
და 2010 წლიდან განსხვავებული პირობების განსაზღვრის შესახებ
2010-2011 სასწავლო წელს საქართველოს აკრედიტებულ
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხულ სტუდენტთა
დაფინანსებისათვის გამოყოფილია 1 073 000 (ერთი მილიონ სამოცდაცამეტი ათასი) ლარი.
სოციალური პროგრამით
გათვალისწინებული თანხა გადაეცემათ დადგენილებით
განსაზღვრულ კატეგორიებში შემავალ გარკვეული რაოდენობის სტუდენტებს (საქართველოს მთავრობის 2010 წლის 03 აგვისტოს N227 დადგენილება).
სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო დაფინანსების
მოსაპოვებლად სტუდენტი წარადგენს განცხადებას, რომლის ფორმა და წარსადგენი დოკუმენტაციის
ნუსხა დამტკიცებულია საქართველოს განათლებისა
და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 16 აგვისტოს №656 ბრძანებით.
დაფინანსების მისაღებად განცხადება თანდართულ დოკუმენტებთან ერთად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში
წარდგენილი უნდა იყოს
ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან 11 ოქტომბრის ჩათვლით.
ვინ შეიძლება მოიპოვოს დაფინანსება
სოციალური პროგრამის ფარგლებში:
I. სოციალური პროგრამის
ფარგლებში დაფინანსება შეიძლება მოიპოვოს
იმ სტუდენტმა,რომელიც ერთიანი ეროვნული გამოცდების
შედეგად ჩაირიცხა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში და ვერ მოიპოვა გრანტის სრული ოდენობა, ან მოიპოვა გრანტის ნაწილობრივი
ოდენობა და განეკუთვნება
- სტუდენტები, რომლებიც ბოლო
ორი წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი
დოკუმენტი მიიღეს ,,ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებულ
ოკუპირებულ ტერიტორიაზე (შემდგომში – ოკუპირებული ტერიტორია) არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულებებში, ან რომელთა სრული ზოგადი განათლების აღიარება მოხდა საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით, ასევე სტუდენტები,
რომლებიც 2008 წლის 7 აგვისტომდე ბოლო ორი წლის განმავლობაში სწავლობდნენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ხოლო სრული
ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმეტი მიიღეს ოკუპირებული ტერიტორიის ფარგლებს
გარეთ, აქედან:
ა) აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, მათ შორის, აჟარის მუნიციპალიტეტში;
ბ) ცხინვალის რეგიონში (ყოფილი სამხრეთ
ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიები), მათ შორის, ქურთას, ერედვისა და ახალგორის
მუნიციპალიტეტებში;
გ) საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ პერევში.
- სტუდენტები, რომლებიც არიან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში
დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა შვილები;
- სტუდენტები, რომლებიც არიან მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები.
II. სოციალური პროგრამის
ფარგლებში დაფინანსება შეიძლება მოიპოვოს სტუდენტმა,
რომელიც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ჩაირიცხა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, მოიპოვა გრანტის ნაწილობრივი ოდენობა და განეკუთვნება ერთ-ერთ
შემდეგ კატეგორიას:
- სტუდენტები, რომლებიც ბოლო სამი წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების
დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს მაღალმთიან და ეკოლოგიური მიგრაციის რეგიონებში
არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, აქედან:
- ა) მესტიის მუნიციპალიტეტში;
- ბ) ლენტეხის მუნიციპალიტეტში;
- გ) ონის მუნიციპალიტეტში;
- დ) ქედის მუნიციპალიტეტში;
- ე) ხულოს მუნიციპალიტეტში;
- ვ) შუახევის მუნიციპალიტეტში;
- ზ) ყაზბეგის მუნიციპალიტეტში;
- თ) დუშეთის მუნიციპალიტეტში
(ბარისახოს, შატილის, ქვეშეთის, მლეთას, მაღაროსკარისა და გუდამაყრის სკოლებში);
- ი) ადიგენის მუნიციპალიტეტში;
- კ) ახალქალაქის
მუნიციპალიტეტში;
- ლ) ნინოწმინდის
მუნიციპალიტეტში;
- მ) წალკის მუნიციპალიტეტში;
- ნ) დმანისის მუნიციპალიტეტში;ო) ახმეტის მუნიციპალიტეტში
(პანკისის ხეობისა და ზემო და ქვემო ალვანის სკოლებში):პ) ასპინძის მუნიციპალიტეტში.
- სტუდენტები, რომლებიც ბოლო სამი წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების
დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს აზერბაიჯანულენოვან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში;
- სტუდენტები, რომლებიც ბოლო სამი წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების
დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს სომხურენოვან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში;
- სტუდენტები, რომლებიც არიან კომუნისტური რეჟიმის დროს საქართველოდან დეპორტირებული სამცხე-ჯავახეთის
მოსახლეობის შთამომავლები;
- სტუდენტები, რომლებიც არიან ობოლნი (უდედმამო);
- სტუდენტები, რომლებიც
არიან მრავალშვილიანი ოჯახის (ოთხი და მეტი შვილით) წევრები;
- სტუდენტები, რომელთა ოჯახები რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების
მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯახების სარეიტინგო ქულა ტოლია ან ნაკლებია 70
000-ზე.
III.
სტუდენტი, რომელიც განეკუთვნება II პუნქტით გათვალისწინებულ
ერთ-ერთ კატეგორიას და ერთიანი
ეროვნული გამოცდების შედეგად ვერ მოიპოვა გრანტის სრული ან ნაწილობრივი ოდენობა, შეიძლება სოციალური
პროგრამის ფარგლებში დაფინანსება მოიპოვოს თუ ის ჩაირიცხა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში შემდეგ
საგანმანათლებლო პროგრამაზე: საინჟინრო; აგრარული;
ზუსტი მეცნიერებები, საბუნებისმეტყველო მეცნიერებები; საინფორმაციო
ტექნოლოგიები ან თუ სტუდენტი ჩაირიცხა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების
იმ ფაკულტეტზე, რომელიც ახორციელებს შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამებს: საინჟინრო; აგრარული;
ზუსტი მეცნიერებები; საბუნებისმეტყველო მეცნიერებები; საინფორმაციო
ტექნოლოგიები.
თუ პროგრამით
გათვალისწინებული
თანხა სრულად არ გაიცა დადგენილებით
განსაზღვრული კატეგორიების
მიხედვით, იგი გადაეცემათ:
- საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში
დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა შვილებს, რომლებიც ჩარიცხულები არიან
ერთიანი
ეროვნული გამოცდების შედეგად და
ვერ
მოიპოვეს სრული გრანტი ან მოიპოვეს გრანტის ნაწილობრივი ოდენობა, მათ შორის, 2009-2010, 2008-2009, 2007-2008 სასწავლო წლის სოციალური პროგრამის დაფინანსების ფარგლებში;
- მნიშვნელოვნად გამოხატული
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს.