საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი №53-ე საჯარო სკოლის პირველკლასელებთან ერთად კომპიუტერული სასწავლო-შემეცნებითი თამაშების
პრეზენტაციას დაესწრო. უკვე მზად არის ნეტბუქებში
ჩასატვირთი კომპიუტერული პროგრამები, რომელიც
ახალ სასწავლო წელს საპილოტე სკოლების 3 000
პირველკლასელს გადაეცემა.
თბილისის №53-ე
საჯარო სკოლა საპილოტე სკოლებს შორის ერთ-ერთია, სადაც პირველკლასელებს ნეტბუქები უკვე
გადაეცათ და მას
სახელმძღვანელოსთან ერთად, როგორც დამხარე საშუალებას, სასწავლო პროცესში
გამოიყენებენ.
სასწავლო კომპიუტერებში ჩატვირთული იქნება სასწავლო
პროგრამები, შემეცნებითი კომპიუტერული თამაშები, მომავალში
იგეგმება სახელმძღვანელოებისა და დამხმარე ლიტერატურული მასალის ჩატვირთვაც.
სახელმძღვანელოსთან ერთად, სწავლების პროცესში საინფორმაციო ტექნოლოგიების
გამოყენება, დაწყებითი კლასების მოსწავეებისთვის სწავლას უფრო სახალისოს ხდის. მათ ასაკში თამაშით მიწოდებული ინფორმაცია
უფრო ადვილად აღსაქმელი
და
დასამახსოვრებელია.