საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ერთიანი ეროვნული გამოცდების მეორე სესიის მიმდინარეობას რუსთავის მე-15 საჯარო სკოლაში გაეცნო.
გივი მიქანაძემ, პირველ მოადგილე ლევან ღირსიაშვილთან და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ნინო წერეთელთან ერთად, საგამოცდო სივრცეები დაათვალიერა და აბიტურიენტებს წარმატებები უსურვა.
ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო. დარეგისტრირებული აბიტურიენტებიდან გამოცდის პირველ სესიაზე გამოცხადდა 93%-ზე მეტი, ხოლო მეორეზე – 95%-მდე აპლიკანტი.
ორივე სესიაზე ჯამში ორმა გამოსაცდელმა დააგვიანა. ამ ეტაპზე საგამოცდო პროცესი ყველგან შეუფერხებლად მიმდინარეობს.