საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ სამინისტროს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ცენტრისა და სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის თანამშრომლებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრები გამართა.
მინისტრის მოადგილემ, სსიპ-ების თანამშრომლებთან ერთად, მიმდინარე პროექტები განიხილა და სამომავლო გეგმებზე იმსჯელა. ზვიად გაბისონიას თქმით, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული თითოეული უწყების აქტიური ჩართულობა აუცილებელია.
შეხვედრები კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და სსიპ-ების თანამშრომლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მინისტრის მოადგილისთვის გაეზიარებინათ არსებული გამოწვევების შესახებ ინფორმაცია და მიეღოთ ამომწურავი პასუხები მათთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით.
