საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, ევროპის საბჭოს განათლების მმართველი კომიტეტის (CDEDU) ხელოვნური ინტელექტისა და კვალიფიკაციების აღიარების ექსპერტთა სამუშაო ჯგუფის წარმომადგენელი გახდა.
აღნიშნული
ჯგუფი, რომელიც 10 მაღალი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტისგან შედგება, CDEDU-ს სამდივნოს
მიერ აკადემიური და პროფესიული გამოცდილების
მრავალფეროვანი კრიტერიუმების საფუძველზე შეირჩა. ზვიად გაბისონია, როგორც ექსპერტი ციფრული განათლებისა და ხელოვნური ინტელექტის
მიმართულებით, საქართველოს,
როგორც ქვეყანას წარადგენს.
აღსანიშნავია, რომ
ხელოვნური ინტელექტისა და კვალიფიკაციების
აღიარების პროგრამა ევროპის საბჭოს განათლების
მმართველი კომიტეტის (CDEDU) მიერ, 2025 წლის მარტში პლენარულ
სხდომაზე
დამტკიცდა. მის განსახორციელებლად შეიქმნა
ექსპერტთა სამუშაო ჯგუფი, რომელშიც გაწევრიანება შესაძლებელი იყო CDEDU-ს წევრი ქვეყნების
მიერ წარდგენილი კანდიდატურების საფუძველზე.
ევროპის საბჭოს განათლების მმართველი კომიტეტი, ევროპის საბჭოს 46 წევრ ქვეყანას აერთიანებს. ექსპერტების სამუშაო ჯგუფი ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებსა და რისკებს ევროპის საბჭოს ღირებულებების ჭრილში შეაფასებს. კვალიფიკაციების აღიარების პროცესში, შეიმუშავებს რეკომენდაციებს და პრაქტიკულ ინსტრუმენტებს, აღიარების პროცესებში AI-ის ეფექტიანად ინტეგრირებისთვის. ჯგუფი ჩაერთვება შესაბამისი პოლიტიკის დოკუმენტებისა და ჩარჩოების შემუშავებაში, გააძლიერებს საერთაშორისო თანამშრომლობას განათლების სფეროში, მონაცემებზე და AI-ზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მისაღებად.