კოკა სეფერთელაძემ სტუდენტებს 3000-მდე სახელმძღვანელო გადასცა
13.09.2010
საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი
მოადგილე კოკა სეფერთელაძე თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო
უნივერსიტეტში ღია კარის დღეს დაესწრო, სტუდენტებს ახალი სასწავლო წლის დაწყება
მიულოცა და
სამინისტროს სახელით ოთხი სახეობის 3000-მდე სახელმძღვანელო გადასცა.
კოკა სეფერთელაძის განცხადებით -
”მნიშვნელოვანია როგორც სასკოლო ასევე საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის
სახელმძღვანელოებით აღჭურვა. უცხო ენასთან და კომპიუტერთან ერთად წიგნი არის ის
იარაღი რომლითაც შეიარაღებული უნდა იყოს ცოდნის მაძიებელი”.
2010 წელს თბილისის
ეკონომიურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტში 675 პირველკურსელი ისწავლის.