საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ თამარ მახარაშვილმა, მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობის სიგელებით ვანის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა.
ღონისძიების ფარგლებში პედაგოგებს მადლობის სიგელებთან ერთად სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.
თამარ მახარაშვილმა სიტყვით გამოსვლისას პედაგოგის პროფესიის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მასწავლებლებს წლების განმავლობაში გაწეული შრომისა და ახალი თაობების აღზრდაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.
პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებას მოწვეულ სტუმრებთან ერთად ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი მეუფე ანტონი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გივი მიქანაძის ინიციატივით, ღვაწლმოსილ პედაგოგთა დაჯილდოება ყველა რეგიონში 10 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება. მასწავლებლოს ეროვნული პრემია 27 ოქტომბერს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ჩატარდება.
