საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილე ლევან ღირსიაშვილმა ახმეტის მუნიციპალიტეტში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა.
ლევან ღირსიაშვილმა დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა, მასწავლებლებს თავდაუზოგავი შრომისა და თავდადებისთვის მადლობა გადაუხადა და სერტიფიკატები გადასცა.
ღონისძიებას სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს პარლამენტისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გივი მიქანაძის გადაწყვეტილებით, მასწავლებლის ეროვნული პრემიის ფარგლებში, ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოება ყველა რეგიონში იმართება. დასკვნითი ღონისძიება კი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში, 27 ოქტომბერს ჩატარდება.
