საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა ქალაქ რუსთავსა და კასპის მუნიციპალიტეტში ღვაწლმოსილ პედაგოგებს სერტიფიკატები გადასცა და კასპში ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი მოსწავლეები დააჯილდოვა.
მინისტრის მოადგილემ სიტყვით მიმართვისას თითოეულ მასწავლებელს პროფესიისადმი ერთგულებისათვის მადლობა გადაუხადა და მოსწავლეებს მიღწეული წარმატება მიულოცა.
ღონისძიებებს სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს პარლამენტისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გივი მიქანაძის გადაწყვეტილებით, მასწავლებლის ეროვნული პრემიის ფარგლებში, ყველა რეგიონში იმართება ადგილობრივი სკოლების პედაგოგთა დაჯილდოება, დასკვნითი ღონისძიება კი თბილისში 27 ოქტომბერს ჩატარდება.
