საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა ფრანგული ორგანიზაციის GIP FIPAN-ის ხელმძღვანელობას უმასპინძლა.
GIP FIPAN საფრანგეთის განათლების სამინისტროს დაქვემდებარებული უწყებაა, რომელიც ქალაქ ნიცაში უწყვეტი პროფესიული განათლებისა და დასაქმების მხარდაჭერის მიმართულებით საქმიანობს.
გაცნობითი ხასიათის სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს და ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობებზე იმსჯელეს.
შეხვედრისას ბაია კვიციანმა აღნიშნა, რომ საქართველოში პროფესიული განათლება სრულად ესადაგება ევროპულ სტანდარტებს, რაც უზრუნველყოფს ქვეყანაში გაცემული პროფესიული დიპლომების საერთაშორისო აღიარებას.
ფრანგულმა მხარემ დადებითად შეაფასა საქართველოში განათლების სისტემაში მიმდინარე პროცესები და პარტნიორობის გაღრმავების მზაობა გამოთქვა.
