საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილე ლევან ღირსიაშვილმა წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა.
ლევან ღირსიაშვილმა სიტყვით მიმართვისას მასწავლებლებს მადლობა გადაუხადა დაუღალავი შრომისთვის და მათ სერტიფიკატები გადასცა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები, ადგილობრივი თვითმმართველობისა და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები.
