საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა აზიის განვითარების ბანკის (ADB) მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის — „თანამედროვე უნარები უკეთესი დასაქმებისთვის“ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაში მიიღო მონაწილეობა.
საკოორდინაციო სხდომაზე მონაწილეებმა პროექტის მიმდინარე პროგრესი და მიღწეული შედეგები განიხილეს. ასევე, გამოწვევებსა და საბჭოს წევრთა რეკომენდაციებზე იმსჯელეს.
„თანამედროვე უნარები უკეთესი დასაქმებისთვის“ პროექტის მიზანს წარმოადგენს სკოლის მოსწავლეებისა და თემში მცხოვრები ახალგაზრდების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა და დასაქმების შესაძლებლობების გაზრდა.
პროექტის ფარგლებში სხვადასხვა რეგიონში უკვე დაფუძნდა ახალგაზრდული ცენტრები; გრძელდება თანამედროვე სასწავლო გარემოს შესაქმნელად ინფრასტრუქტურული და აღჭურვითი სამუშაოები და სამიზნე სკოლებისთვის მიმდინარეობს მოკლევადიანი პროფესიული პროგრამების შემუშავება.
საკოორდინაციო საბჭო დაკომპლექტებულია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და კერძო სექტორის წარმომადგენლებით.