საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე მხარეებმა ,,საქართველოს ადამიანური კაპიტალის პროგრამის" ფარგლებში განათლების მიმართულებით მიმდინარე და დაგეგმილი აქტივობების დინამიკა განიხილეს. ასევე, მიღწეულ პროგრესზე იმსჯელეს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა განათლების სისტემის განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებებზე და ადამიანური კაპიტალის გაძლიერების პროცესში მსოფლიო ბანკთან პარტნიორობის მნიშვნელობაზე.
შეხვედრის დასასრულს მხარეებმა თანამშრომლობის გაღრმავების მზაობა გამოთქვეს.
„საქართველოს ადამიანური კაპიტალის პროგრამა“ მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით განხორციელებული ინიციატივაა, რომელიც ხელს უწყობს განათლების, ჯანდაცვისა და სოციალურ სექტორებში რეფორმების განხორციელებას. პროგრამის მიზანია ადამიანური კაპიტალის ხარისხის გაუმჯობესება, განათლების ხარისხის, ხელმისაწვდომობისა და ინკლუზიურობის ზრდა, ციფრული ტრანზიციის ხელშეწყობა, ასევე ჯანდაცვისა და სოციალური სისტემების გაძლიერება, რაც ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვან საფუძველს ქმნის.