საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ბაია კვიციანმა გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან, ქემლინ ფურლისთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე ბაია კვიციანმა გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელს უმაღლესი განათლების რეფორმა გააცნო, რომელიც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ წარუდგინა საზოგადოებას. მისი თქმით, რეფორმა უმაღლესი განათლების ხარისხის ამაღლებას ემსახურება და შედეგად, საქართველოში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი განათლების სისტემა ჩამოყალიბდება.
ბაია კვიციანმა UNHCR-თან თანამშრომლობით გამხორციელებული პროექტების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და ქემლინ ფურლის მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
თავის მხრივ, ქემლინ ფურლიმ მადლობა გადაუხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის.
