საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე ლევან ღირსიაშვილი ისრაელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების და ხელოვნური ინტელექტის კომპანია „CyberProAI“-ის პრეზიდენტს გაბი აშკენაზის შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის გაფართოების პერსპექტივები განიხილეს და კიბერუსაფრთხოების და ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით ერთობლივი ინიციატივების განხორციელების შესაძლებლობებზე იმსჯელეს.
საუბარი ასევე შეეხო ინოვაციურ-ტექნოლოგიური პროექტებისა და საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებას, რომლებიც მიზნად ისახავს როგორც საჯარო სექტორში, ასევე განათლების სისტემაში კიბერუსაფრთხოების და ხელოვნური ინტელექტის სფეროს გაძლიერებას.
შეხვედრის დასასრულს მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის მზაობა დაადასტურეს.
