საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ახალციხის ახალგაზრდული საბჭოს წევრებს შეხვდა.
მინისტრმა შეხვედრის მონაწილეებს ახალგაზრდობის მხარდამჭერი პროექტები, სამომავლო გეგმები გააცნო და ახალგაზრდული პოლიტიკის გაუმჯობესების მიზნით განსახორციელებელ ინიციატივებზე ისაუბრა.
შეხვედრაზე ახალციხის რეგიონში ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარებისა და ახალგაზრდების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრეს სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა ზაალ გელაშვილმა, ახალციხის მერმა ვარლამ წიკლაურმა და ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარე საბა კბილაშვილმა.
საუბრისას ყურადღება გამახვილდა ახალგაზრდული ცენტრების განვითარებასა და სტუდენტთა ინიციატივების მხარდაჭერაზე.
შეხვედრის ფარგლებში ახალგაზრდული საბჭოს წევრებმა კონკრეტული იდეები და პროექტები წარმოადგინეს.
შეხვედრას ესწრებოდნენ მერის მოადგილეები ნოდარ ტატალიშვილი, რუბენ კარაპეტიანი და მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის თანამშრომლები.
