საქართველოს პარლამენტში, სტუდენტებისთვის უმაღლესი განათლების ფუნდამენტური რეფორმის გაცნობის მიზნით შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის ფარგლებში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ახალგაზრდებს რეფორმის ძირითადი მიმართულებების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საჯაროდ წარუდგინა საზოგადოებას.
მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით ასევე მიმართეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხმა, პირველმა მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძემ და მოადგილე გიორგი სოსიაშვილმა.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და სტუდენტებმა მათთვის აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან მიიღეს დეტალური ინფორმაცია.
