ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის მიერ გამოცხადებულია კონკურსი სასტიპენდიო პროგრამაზე „Youth of Excellence Scheme of China program” 2026-2027 .
პროგრამა განკუთვნილია უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის და ითვალისწინებს ჩინეთში ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის სრულ დაფინანსებას. სწავლის ხანგრძლივობა, ძირითადად, 12 თვეს შეადგენს, ხოლო გარკვეული პროგრამები ითვალისწინებს „1+1“ მოდელს, რომელიც აერთიანებს ჩინეთში სწავლას და პროფესიულ საქმიანობას კანდიდატის სამშობლოში. პროგრამა ითვალისწინებს სრულ სტიპენდიას, რაც გულისხმობს სწავლის საფასურისა და სწავლის პერიოდში ცხოვრებასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსებას.
განაცხადების მიღება წარმოებს ელექტრონულად ჩინეთის მთავრობის სტიპენდიების სისტემის (Chinese Government Scholarship System) მეშვეობით 2026 წლის 31 მარტის 23:59 საათამდე (GMT+8).
პროგრამასთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია წარმოდგენილია დანართში.