ლეინ კირკლენდის სასტიპენდიო პროგრამა ითვალისწინებს ორსემესტრიან სწავლას პოლონეთის ოთხი აკადემიური ცენტრიდან ერთ-ერთში (ვარშავა, კრაკოვი, ვროცლავი, ლუბლინი), ასევე, მინიმუმ ორკვირიან პროფესიულ სტაჟირებას სახელმწიფო, კერძო ან არასამთავრობო ორგანიზაციებში და ტრენინგებისა და სემინარების ვრცელ პროგრამას, რომელიც განკუთვნილია უმაღლესი განათლების მქონე ახალგაზრდა ლიდერებისა და ექსპერტებისთვის.
დამატებით გამოცხადებულია ლეინ კირკლენდის კვლევითი პროგრამა (KIRKLAND RESEARCH Scholarships 2026), რომელიც განკუთვნილია 45-წლამდე მკვლევრებისთვის, რომლებიც ფლობენ დოქტორის ხარისხს და ამჟამად იკავებენ აკადემიურ პოზიციას.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2026 წლის 1 მარტი.
საკონკურსო პირობების, კრიტერიუმებისა და პროცედურის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ლეინ კირკლანდის სტიპენდიის პროგრამის ოფიციალურ ვებ-გვერდზე: www.kirkland.edu.pl
დამატებითი კითხვების შემთხვევაში საკონტაქტო ელ-ფოსტის მისამართია kirkland@kirkland.edu.pl