უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებთან შეხვედრებს აგრძელებს.
მორიგი შეხვედრა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, გამართა, სადაც რეფორმის მიმდინარეობასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.
მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა აგრარულ მიმართულებაზე, რომელიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გადმოვა. ასევე განიხილეს კვლევითი მიმართულების გაძლიერებისა და აკადემიური პერსონალის შენარჩუნების საკითხები.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და მონაწილეებმა მათთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს.
სოხუმის უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი გიორგი ძაძამია და აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი თენგიზ ნასარიძე.
