უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის ფარგლებში, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებს შეხვდა.
ზვიად გაბისონიას თქმით, რეფორმის განხორციელების თითოეულ ეტაპზე უმნიშვნელოვანესია აკადემიური საზოგადოების აქტიური ჩართულობა და სამინისტროსთან კოორდინირებული სამუშაო პროცესის უზრუნველყოფა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: საგანმანათლებლო პროგრამების განვითარება, სწავლების ხარისხის გაუმჯობესება, საგანმანათლებლო პროგრამებზე სტუდენტების მიღების კვოტების გადანაწილება, სტუდენტთა მობილობა, აკრედიტაციის სტანდარტები და სასწავლო პროცესის თანამედროვე მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ მათთვის საინტერესო კითხვებზე მიეღოთ ამომწურავი პასუხები და ამასთანავე, დაეფიქსირებინათ თავიანთი მოსაზრებები.
მსგავსი ფორმატის შეხვედრები, საქართველოში მოქმედ სახელმწიფო უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან პერმანენტულად იმართება.