ქვემო ქართლის რეგიონში ახალი სკოლების მშენებლობის პროცესი მიმდინარეობს.
სამშენებლო სამუშაოებს, ინფრასტრუქტურის მინისტრ რევაზ სოხაძესთან და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი გაეცნო.
როგორც თამარ მახარაშვილმა აღნიშნა, ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში, სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს წარმოადგენს. ამის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, მთელი ქვეყნის მასშტაბით მასშტაბური სამუშაოები გრძელდება.
სკოლების მშენებლობას საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს. ჩატარებული სამუშაოების შედეგად ქვემო ქართლის რეგიონს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, სრულად ადაპტირებული და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ახალი სკოლები შეემატება.