საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა მონაწილეობა მიიღო ევროპის საბჭოს განათლების მართვის კომიტეტის (CDEDU) მე-9 პლენარულ სხდომაში, რომელიც სტრასბურგში გაიმართა.
პლენარულ სხდომაზე განათლების მართვის კომიტეტმა (CDEDU) განიხილა განათლების მინისტრების 27-ე მუდმივი კონფერენციის „ციფრულ ეპოქაში დემოკრატიული ევროპისათვის პედაგოგების გაძლიერება“ ჩატარების მოსამზადებელი სამუშაოების მიმართულებით განხორციელებული აქტივობები. მათ შორის მინისტერიალის ქვე თემატური მიმართულებები და ჩარჩო დოკუმენტი.
CDEDU-ის დელეგატებმა განიხილეს და დაამტკიცეს „განათლებაში ხელოვნური ინტელექტის (AI) წიგნიერების“ რეკომენდაციის პროექტი, რომელიც წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს იმისათვის, რომ მოსწავლეები და პედაგოგები აღიჭურვონ სათანადო უნარებითა და კომპეტენციებით ხელოვნური ინტელექტის პასუხისმგებლობიანი და დემოკრატიული გამოყენებისთვის.
მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ განათლებაში ხელოვნური ინტელექტის დანერგვისთვის საჭირო მეთოდოლოგიური და ჩარჩო დოკუმენტების მომზადების პროცესი არ უნდა იყოს ხანგრძლივი. მისი თქმით, არსებობს რისკი, რომ მომზადების დასრულების მომენტისთვის ყველა ეს დოკუმენტი და მიდგომა, ხელოვნური ინტელექტის სწრაფი პროგრესის გამო, მოძველებული აღმოჩნდეს. აღნიშნული გამოწვევის გადასაჭრელად აუცილებელია გამჭრიახი და დროული მიდგომების გამოყენება. შესაბამისად, შემუშავებული მეთოდოლოგია უნდა იყოს ორიენტირებული ფუნდამენტურ საკითხებსა და ეთიკურ ნორმებზე, იმ პრინციპებზე, რომლებიც დროის გამოცდას გაუძლებს და ცვლილებას ნაკლებად დაექვემდებარება და არა მოკლევადიან მიდგომებზე, რომლებიც მალევე შეიძლება გაქარწყლდეს და ხვალ უკვე მისი შეცვლა გახდეს საჭირო.
სხდომაზე დამტკიცდა „ციფრულ ეპოქაში ისტორიის სწავლების“ რეკომენდაციის პროექტი, რომელიც ეხება ისეთ გამოწვევებს, როგორიცაა ციფრული ტრანსფორმაცია, დეზინფორმაცია და ისტორიული ცოდნის სანდოობა.
დელეგატებმა ასევე იმსჯელეს აკადემიური თავისუფლების სამართლებრივი დაცვის მექანიზმებთან დაკავშირებით მომზადებულ ანგარიშზე, რომელშიც ასევე წარმოდგენილი იყო აკადემიური თავისუფლების შესახებ კონვენციის პროექტის პირველადი სქემა. ამასთან აღინიშნა, რომ აკადემიური თავისუფლების შესახებ კონვენციის შემუშავების საკითხი შესაძლებელია განსახილველად წარდგენილი იქნას 2026 წლის დეკემბერში დაგეგმილ განათლების მინისტერიალზე. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ევროსაბჭოს წევრი სახელმწიფოების, საერთაშორისო ორგანიზაციების და ევროპის მნიშვნელოვანი დაინტერესებული მხარეების წარმომადგენლები.