განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე შიდა ქართლის საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებს შეხვდა.
მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას ზოგადი და უმაღლესი განათლების რეფორმის ძირითადი კონცეფცია და განსახორციელებელი ინიციატივები გააცნო.
საუბარი შეეხო არაერთ მნიშვნელოვან საკითხს, მათ შორის სასკოლო ფორმებს, სახელმძღვანელოების შინაარსის დახვეწას, სკოლებში რეპეტიტორიუმის შემოღებას, პროფესიული განათლების პრიორიტეტულობასა და სახელმწიფო უნივერსიტეტებში უფასო სწავლას.
მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობის მნიშვნელობას და რეფორმის პროცესში მათი ინიციატივებისა და მოსაზრებების გაზიარების აუცილებლობას. მისი თქმით, სკოლასა და მშობლებს შორის მჭიდრო კავშირი ხელს შეუწყობს როგორც სასკოლო გარემოს, ისე სასწავლო პროცესის გაუმჯობესებას.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. მშობლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მათთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით მინისტრისთვის დაესვათ კითხვები და მისგან მიეღოთ ამომწურავი პასუხები.
შეხვედრას ესწრებოდნენ ხაშურისა და ქარელის დელეგატი ზაალ დუგლაძე, ხაშურის მერი პაატა ჩადუნელი და ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარე ნინო ლიპარტელიანი.